პოეზია 21 დეკემბერს მოხდება ის, რასაც მოვინდომებთ ჩვენ დღეს... ( მსუბუქი პასუხი ბერ -ლამას და ფილოსოფიური ტრაქტატი ამ დღის ფობიას...) 2012, 4 დეკემბერი, 17:11 არ ვიცი ზუსტად რას ფიქრობთ თქვენ და არ ვიცი ზუსტად რას ფიქრობს ლამა;
მე ვიცი რომ ვფიქრობ ბევრს და თქვენც, ვიცი, რომ ფიქრობ__ალბათ
ნუთუ ეს ხდება დღეს და არ მომხდარა არსად??
თურმე ათასწლეულებში ერთხელ პლანეტები ატარებენ პარადს
და გამჩენს, შემოქმედს ყველაფერ მომხდარზე ალბათ აბარებენ_____პატაკს... ეს ყოველივე სამყაროში, კანონზომიერია და რა ჰქნან?? თუ კვლავ ყველაფერი ეს, მოხდება მშვიდად ანუ __ მიწა იტრიალებს წაღმა, თუ ერთმანეთს არ დავყობთ და არ დავდებთ მათ ბრალად__ გაჩენას: წითლად და ყვითლად; გაჩენას თეთრად და შავად ეს პერიოდი მოვა და ისე ჩუმად წავა, რომ ვერაფერს ვერ გავიგებთ: რა____იყო და რა იყო____არა!... კაცთა მეობა ამ დროს დიდი წნეხის ქვეშ გავა, კომფორტს ნაჩვევი ფსიქიკა "დაიბომბება" კვლავ და ადამიანი დადგება ახალი პრობლემების ჯართან; არა იმაზე მეტთან ___ვიდრე დინოზავრის ბრჭყალთან. (ხომ გახსოვთ, დამშეულებმა კვერცხები რომ შევუჭამეთ საწყალთ და გადავაშენეთ ასე___დაგემოვნების ფასად) ადამიანი დადგება ახალი პრობლემების ჯართან, "გაიხდის" თანამდებობებს ____გენერლის შინელის მსგავსად ძვირფას განძსა და ლამბორჯინს, არც ჩინს დაგიდევს არად სიზიპეს დარად ხელებით, მთაზე აიტანს ქვას და თუ დაუგორდა არ იტყვის ___მორჩა, დამთავრდა, პას_და! ადამის მოდგმას ახალი პრომეთე, თავიდან წაუკიდებს ნელ ცეცხლს ერთხელ დამდნარი ოცნება__ თავიდან შეიძენს ელ-ფერს ახალი იკაროსი კი, სანთლისგან აღარ გამოთლის ფრთებს... ნუ გეშინია შენ, რამეთუ მეშინია მეც... . ერთად თუ ვიქნებით ჩვენ__ძალას წარმოვქმნით(საანდაზოს) ბევრს.. ერთი თუ გვექნება ფიქრი__მთელს ქვეყანას და ბერს არაფერს დავკაგავთ ამ ბუნიობას__ბევრს. ჩვენივე გასავლელს წაგვართმევს, ბუნება კიდევ ერთ დღეს და რაა! თქვენ გაკვირვებთ ეს???... . P.S. იცით მე მაკვირვებს ის___ კანონი სიყვარულის რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ვერტიკალურია__ის სანამ მამალი, მეზობლის დედალს, მაღლიდან მიწაზე სტკეპნის იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ, ამ დიდი გრძნობის და ღმერთის.... 1934 30-ს მოსწონს 3-ს არა |
,,დღეს დედამიწამ ბიბლიაში ჩაიხედა __ ყველაზე ხშირად''...
საქმეც მაგაშია რომ მხოლოდ დედალ მამლურ ასპექტშია აქ გაჟღერებული სიყვარული :დდ
პ.ს მხოლოდ მე ვხედავ ღრმა ირონიას ბოლო ორ ტაეპში?:D