x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
ფენოვანი ცომი
image1 ცალი კვერცხი
1ს/კოვზი ზეთი
1ს/კოვზი არაყი

250გრ.მარგარინი

1ჭიქა წყალი

ფქვილი


მარილი.



გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ზეთი, არაყი, წყალი, მწიკვი მარილი, შეურიეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.მარგარინი გაყავით სამ ტოლ ნაწილად.

ცომი გააბრტყელეთ და წაუსვით მარგარინის მესამედი“დაკეცეთ ოთხად.გააჩერეთ მაცივარში 20 წუთი.გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააბრტყელეთ, წაუსვით მარგარინის მესამედი, დაკეცეთ ოთხად, გააჩერეთ მაცივარში 20 წუთი.ცომი კვლავ გამოიღეთ მაცივრიდან, გაიმეორეთ იგივე პროცედურა და ამჯერად გააჩერეთ მაცივარში 30 წუთი.
ცომში შეგიძლიათ ჩადოთ სასურველი სართი(ყველის, ხორცის, ბრინჯის, სოკოს, ლობიოს) და გამოაცხოთ ღუმელში.

1
5224
2-ს მოსწონს
ავტორი:თოკოთოკო
თოკოთოკო
5224
  
2013, 15 ნოემბერი, 12:52
ამ ცომით ძალიან კარგი გამოდის ხაჭაპური.ცომი იგივე ნაპოლეონის მასალითაა.
0 1 1