x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138343
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512019
გადაიბუგება დედამიწა?
imageბიბლია გვპასუხობს:“[ღმერთო] მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ"(ფსალმუნი 104:5).

დედამიწა არც ცეცხლით განადგურდება და არც სხვა რამით.ბიბლიიდან ვიგებთ რომ ჩვენი პლანეტა მარადიული საცხოვრებელია.ფსალმუნის 37:29-ში ნათქვამია:“მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე''(ფსალმუნი 115:16;ესაია 45:18).

მას შემდეგ რაც ღმერთმა შექმნა დედამიწა, დაინახა რომ “ყოველივე ძალიან კარგი იყო.''იგი დღესაც იმავეს ფიქრობს(დაბადება 1:31).ღმერთს ფიქრადაც არ მოსვლია, გაენადგურებინა დედამიწა.პირიქით, ის გვპირდება რომ მოსპობს “დედამიწის მომსპობთ'', რათა ადამიანმა გამუდმებით არ მიაყენოს ზიანი დედამიწას(გამოცხადება 11:18).

თუმცა 2 პეტრეს 3:7-ის წაკითხვის შემდეგ შეიძლება დაგებადოთ კითხვა.ამ ბიბლიურ მუხლში წერია:“ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული''.ნუთუ ეს მუხლი იმაზე მიუთითებს რომ დედამიწა უნდა გადაიბუგოს?ბიბლია ზოგჯერ სიტყვებს “ცა", “დედამიწა'' და “ცეცხლი'' სიმბოლური მნიშვნელობით იყენებს.მაგალითად, დაბადების 11:1-ში ნათქვამია:“ერთნაირად მეტყველებდნენ მთელ დედამიწაზე''.აქ სიტყვა “დედამიწა''სიმბოლური მნიშვნელობითაა გამოყენებული და ადამიანთა საზოგადოებას გულისხმობს.


თუ გადავხედავთ 2პეტრეს 3:7-ის კონტექსტს, დავინახავთ, რომ აქაც “ზეცა'', “დედამიწა'' და ცეცხლი სიმბოლური მნიშვნელობითაა გამოყენებული.მე-5 და მე-6 მუხლებში პარალელია გავლებული წარღვნის დროს განვითარებულ მოვლენებსა და დღეს განვითარებულ მოვლენებს შორის.იმ დროს ძველი ქვეყნიერება განადგურდა, მაგრამ ჩვენი პლანეტა არ განადგურებულა.წარღვნის დროს ბოროტი და მოძალადე ხალხი ანუ “მიწა'' მოისპო.აგრეთვე განადგურდა “ცა'' ანუ ხალხი რომელიც იმ დროინდელ საზოგადოებას მართავდა დედამიწაზე.(დაბადება 6:11).მსგავსადვე 2პეტრეს 3:7-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოროტი ხალხი და მათი გარყვნილი მთავრობები სამუდამოდ შთაინთქმებიან, ისე როგორც ცეცხლი შთანთქავს ირგვლივ ყველაფერს.

8
1252
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:SMIL
SMIL
1252
  
2013, 26 მაისი, 14:35
მართლაც
2013, 24 მაისი, 16:12
საინტერესოა...
2012, 5 დეკემბერი, 15:39
MEშINIA
2012, 4 დეკემბერი, 18:11
OK::):))):)
2012, 4 დეკემბერი, 18:09
გაიღიმე და დაივიწყე
2012, 4 დეკემბერი, 18:08
კი მართალი ხარ მაგრამ იცი რა ხდება?უბრალოდ სიმართლეს ვერ უსწორებენ თვალს და ამით გულის ჭიას იხარებენ მე რო უარყოფით ხმებს მიწერენ მაგრამ მე კი არაფერი მაკლდება ამით....
2012, 4 დეკემბერი, 18:07
გული არ დაიწყვიტო,ზოგს რა მოსწონს და ზოგს რა
2012, 4 დეკემბერი, 18:06
ვის არ მოგწოოონთ?
0 1 8