სხვა ქვეყნიერების აღსასრული შიში,ძლიერი ინტერესი და იმედგაცრუება 2012, 4 დეკემბერი, 12:26 რას იტყვით 2012 წლის 21 დეკემბერზე?ბევრი ამბობდა რომ მაიას ტომის კალენდრის თანახმად ამ რიცხვში მთელ მსოფლიოში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლებოდა.იქიდან გამომდინარე თუ რას ელოდით, შეიძლება დღეს შვებას გრძნობთ, იმედგაცრუებული ხართ ან თქვენთვის უკვე ყველაფერი სულ ერთია.იყო ეს კიდევ ერთი მცდარი თარიღი, როდესაც ქვეყნიერების განადგურებას წინასწარმეტყველებდნენ?რის თქმა შეგვიძლია “ქვეყნიერების აღსასრულზე'' რომელზეც ბიბლია საუბრობს?(მათე 24:3).ზოგი შიშობს რომ დედამიწა გადაიბუგება, სხვები კი მოუთმენლად ელიან იმის ხილვას თუ რა მოხდება აღსასრულის დროს.ბევრი დაღალა იმის მოსმენამ, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა.რეალობად უნდა მივიჩნიოთ ზემოთქმული თუ ზღაპრად?ალბათ, ძალიან გაგაოცებთ იმის გაგება, რასაც ბიბლია ქვეყნიერების აღსასრულზე ამბობს.ბიბლია მხოლოდ იმაზე კი არ საუბრობს, თუ რატომ უნდა ველოდოთ აღსასრულს, არამედ იმაზეც რომ ზოგს იმედი გაუცრუვდებოდა იმ დღის მოლოდინში.ახლა ერთად განვიხილოთ როგორ პასუხობს ბიბლია ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებულ ფართოდ გავრცელებულ შეკითხვებს. 838 7-ს მოსწონს 2-ს არა |
ც სწორედ ეს წერია.დედამიწას საფრთხე არ ემუქრება არასოდეს