ასტროლოგია ეს მეცნიერები "გვაბოლებენ" თუ თვითონ "ბოლდებიან". 2012, 4 დეკემბერი, 12:01 2012 წლის 21 დეკემბერს "სამყაროს აღსასრული " აღარ იქნება გვამცნეს ამერიკელმა მეცნიერებმა და "გაგვახარეს".ეს ყველაფერი, პროგნოზები და გათვლები, რომ იდიოტობა და ბითურობა იყო ეგ წინასწარ მეც ვიცოდი და ბევრი რა თქმა უნდა ჩემნაირად ფიქრობდა, მაგრამ მე იმათ საყურადღებოდ ვამბობ, ვისაც სჯერა ამისთანა "ზღაპრების". თარიღი 21 დეკემბერი გამოითვალა ამერიკელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ხოსე არგუელესმა, მან შეისწავლა მაიას ტომების კალენდარი და აღმოაჩინა, რომ ზუსტად ამ დღეს მთავრდებოდა ე.წ. მეოთხე მზის კალენდარის ციკლი.მაიას ტომები ცხოვრობდენ ამისთანა გრძელი ციკლებით, რომელიც 5126 წელს მოიცავდა.მეოთხე ციკლის შემდეგ მათ კალენდარი აღარ შეუდგენიათ.ამის შემდეგ რომ სამყარო აღარ იარსებებდა, ეს ყველაფერი არგუელესის ფანტაზიის ნაყოფია.სხვა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მეოთხე ციკლი არასწორადაა შედგენილი და იგი 2040 წელს დადგება.2036 წელს ვარაუდობენ, რომ დედამიწას შეასკდება ასტეროიდი ალოფისი. ის დედამიწას მოუახლოვდება 2029 წელს და მერე იტყვიან დაზუსტებით შეასკდება თუ არა დედამიწას.მოკლედ, ჩვენ ვუსმინოთ ამათ იდიოტურ მკითხაობა "დაბოლებას"და ველოდოთ სამყაროს "აღსასრულს".სასაცილოა ეს ყველაფერი და ხალხის ნაწილიც 21 საუკუნეში "ბნელი შუასაუკუნეების" შესაბამისად იქცევა. 1525 12-ს მოსწონს
|