სხვა რატომ იყო შამპანური ძველად ,,ეშმაკების სასმელი'' 2012, 4 დეკემბერი, 0:47 შამპანურის გაჩენა ოტვილიერის სააბატოს ბერს, დომ პიერ პერინიონს უკავშირდება. 1688 წელს ბერი ამავე სააბატოში ხაზინადარად მუშაობდა. მის საქმიანობაში შედიოდა ღვინის წარმოებაზე თვალყურის დევნება. სწორედ 1688 წელი ითვლება შამპანურის “დაბადების" წლად. პიერ პერინიონი დახვეწილი გემოვნებითა და არაჩვეულებრივი მეხსიერებით გამოირჩეოდა. მას ყურძნის ერთი მარცვლითაც შეეძლო არა მხოლოდ მისი ჯიშის, არამედ ყურძნის მომწიფების ადგილის გამოცნობაც. ყურძნის გემოთი შეეძლო მისგან დამზადებული ღვინის ხარისხის წინასწარმეტყველებაც. ერთ-ერთი წვეულების დროს პერინიონმა მეგობრებს ახალი სასმელი შესთავაზა. მეგობრები აღფრთოვანებულები დარჩნენ. ეს სასმელი არც ერთ სხვას არ გავდა: პატარა მოვერცხლისფერო ბუშტები ჭიქებიდან ზევით შხუილით ამოდიოდა. გამჭვირვალე სასმელი სასმისებში თითქოს თამაშობდა.
333 4-ს მოსწონს
|