x
image
dasavleti
ფაქტები რომლებიც მამაკაცს დააინტერესებს

image




1. ქალური ინტუიცია არსებობს! მამაკცებო, ქალი ნამდვილად ხვდება იმის მიზეზს, თუ რატომ გაჩუმდით კითხვაზე: „როგორ გრძნობს თავს შენი ხელმძღვანელის მდივანი?“ გადარჩენა მხოლოდ ერთ შემთვევაში შეგიძლიათ – არ მოიტყუოთ!

2. თითოეული ქალბატონი დარწმუნებულია: თითოეულ მის ყოფილ პარტნიორს ძველებურად სჯერა, რომ ოდესმე იგი მას დაუბრუნდება და მოუთმენლად ელის ამ ბედნიერ მომენტს.

3. როცა ქალი საუბარს იწყებს სიტყვებით: „შენ ნამდვილად ძალიან კარგი ხარ...“, – იცოდეთ რომ ამ სიტყვებს აუცილებლად მოჰყვება „მაგრამ“ და სჯობს, სანამ ფრაზას დაასრულებს, აიბარგოთ!


4. ქალბატონებს ექსტრავაგანტული მეტსახელები სიამოვნებთ. ისინი თვლიან, რომ ამ შემთხვევაში თქვენ იგივე მეტსახელით სხვა ქალბატონებს არასდროს მიმართავთ.

5. ქალს არ უყვარს დედათქვენი. მას საკუთარ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სიამოვნებს და რაც არ უნდა გარწმუნოთ, რომ დედათქვენი საკუთარი დედასავით უყვარს, არ დაიჯეროთ, თორემ სამომავლოდ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდებით!

6. თუ იგი თქვენი საყვარელი ფეხბურთელის სახელით დაინტერესდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად სურს ამის გაგება. იგი უბრალოდ თქვენი სოციალური ქსელის გასაღები სიტყვის გარკვევას ცდილობს!

7. ურთიერთობის დასაწყისში, იგი ყოველთვის ფლირტაობს თქვენს მეგობრებთან თუ კოლეგებთან, რადგან შემდეგ გარშეომყოფებმა გითხრან: „კარგი ვარიანტია, ხელიდან არ უნდა გაუშვა!“

8. პირველ პაემანზე ქალი მზადაა გაპატიოთ პრობლემები ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ აიტანს მოწყენილობასა და მრავალფეროვნების უქონლობას!

9. ქალი არასდროსაა წინააღმდეგი სექსუალური კავშირი ჰქონდეს მამაკაცთან პირველივე პაემანის შემდეგ. მაგრამ ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს!

10. ქალბატონებს უყვართ სასიამოვნო დღეებისა და რიცხვების დამახსოვრება. სამწუხაროდ კი, მათთვის ყოველთვის ყველაზე სასიამოვნო ის დღეა, რომელსაც თქვენ მარტივად ივიწყებთ!

11. იგი გამუდმებით შემფასებლური თვალით გიყურებთ თქვენ. ამის გამო კი მარტივად შეუძლია იმედი გაუცრუვდეს, თუ თქვენში დანახული იდეალისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს ვეღარ დააკმაყოფილებთ.

4
590
4-ს მოსწონს
ავტორი:dasavleti
dasavleti
590
  
2012, 15 სექტემბერი, 22:14
+1
2012, 29 აგვისტო, 13:05
+1000000000
2012, 19 ივნისი, 17:25
გაიხარე
0 1 4