x
ჩებურეკი

image500გრ. ხორცი (ცხვრის, ძროხის)
2 თავი ხახვი
ოხრახუში
წითელი წიწაკა
მარილი.


გაატარეთ ხორცი, ხახვი, მწვანილი. დაამატეთ წყალი(რამდენსაც შეიწოვს), მარილი, წიწაკა და კარგად შეურიეთ.მოზილეთ ხინკლის ცომი, იმ განსხვავებით, რომ წყალში ამატებთ 1-2 კოვზ ზეთს.გააჩერეთ ცოტა ხანს. გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად, დაჭერით სასურველი ზომის მრგვალ ნაჭრებად.თითოულ ნაჭერზე მოათავსეთ ერთი კოვზი ხორცის სართი, გადაკეცეთ ისე რომ მიიღოთ ნახევარმთვარე და გაატარეთ ცომის საჭრელი.
ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი, წამოადუღეთ და მდუღარე, ზეთში შეწვით ჩებურეკი ორივე მხრიდან. ცხელ-ცხელი ჩებურეკი დაალაგეთ ერთმანეთზე.

0
566
1-ს მოსწონს
ავტორი:თოკოთოკო
თოკოთოკო
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0