ფეხბურთი ალბანეთი ყველაზე კორუმპირებულია 2012, 2 დეკემბერი, 22:28 სპორტული სააგენტო "SportRadar" ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატების სკანდალურ ფაქტებს ჩაუღრმავდა და "ბებერი კონტინენტის" ყველაზე კორუმპირებული ჩემპიონატები გამოავლინა.
"SportRadar"-მა შეფასების კრიტერიუმად გამოიყენა ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოვლენილი გარიგებული მატჩების რაოდენობა.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდ წუმპეში ალბანეთის ჩემპიონატი ყოფილა, რომელსაც კვალში უდგას "კალჩოპოლის" სკანდალებით გატანჯული იტალიური სერია A. "საპატიო" ათეულში მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ საბერძნეთი და რუსეთი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ათეულის აბსოლუტური უმრავლესობა პოსტსაბჭოური ბანაკის წარმომადგენელია.
1. ალბანეთი - 97 გარიგებული მატჩი
2. იტალია - 70 3. მოლდოვა 66 4. ესტონეთი 46 5. საბერძნეთი - 45 6. რუსეთი - 42 7. მაკედონია - 37 8. ბულგარეთი - 35 9. ლატვია - 31 10. ლიტვა - 31 13 შეფასება არ არის
|