x
image
cindarella
თვალებიდან გულის გავლით ცამდე
image


ნოემბრის გრილი საღამო იყო...მოწკრიალებული ცა ბადრ მთვარესა და ვარსკვლავებს მოეჭედათ...ჰო, სავსე მთვარეს... სულაც არ ველოდი ამ დღისგან სიახლეს.ერთი ჩვეულებრივი წვეულება... ჩვეულებრივზე უფრო ძვირფასი ხალხი, მშვიდი მელოდია და... შენ..!!

დარბაზში ჭრელ-ჭრელი ხალხი ირეოდა... ყურადღება არავისთვის დამითმია...წამის გაელვებასავით შევამჩნიე შენი სახე... დიდხანს გათვალიერე მოწიწებითა და რიდით, თუმცა არ მინდოდა ჩემი შენდამი ინტერესი შეგემჩნია... შორიდან გიცქერდი...

ჯერ უცნობი, მაგრამ თითქოს მაინც ახლო იყავი ჩემთვის...საოცრად თბილი მზერა გქონდა...


სასწაული იყო...ჩვენს სუფრასთან მოხვედი და ჩამოჯექი, არც კი ველოდი შენგან მსგავს სითამამეს(თუმცა რა სითამამეს, იცნობდი თურმე სუფრის ერთ-ერთ წევრს).სადღეგრძელოც შესვი...მანდილოსნებს მანდილი და ქალური ეშხი დაგვილოცე... მაშინ ვერ შევძელი, მადლობას გიხდი ახლა..!!

შენს მზერას თითოეული ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი... ვფიქრობ, არც შენ დარჩენილხარ გულგრილი ჩემს მიმართ... თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს, თუმცა მე მაინც ქალური თავმდაბლობით გარიდებდი ხოლმე მზერას...

ასე გადიოდა წამები... წუთები... მშვიდ მელოდიას უკრავდა ორკესტრი... დარბაზში შუქი ჩაქრა და ირგვლივ მხოლოდ ფერად-ფერადი ნათურები ციმციმებდა... ო, რა საოცრად რომანტიკული გარემო იყო... გოგო-ბიჭები ვალსს ცეკვავდნენ.მეც მთხოვეს ცეკვა... გავყევი კიდეც... მინდოდა იმაზე მეტად შეგემჩნია ჩემი არსებობა, ვიდრე ხედავდი... მინდოდა შენი ყურადღება მიმექცია და ბავშვურად გაეჭვიანე თითქოს...

P.S (გაგრძელება იქნება)

0
97
4-ს მოსწონს
ავტორი:cindarella
cindarella
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0