თუ თქვენ გაწუხებთ ჭარბი წონა და ძალიან გინდათ წონის დაგდება, მაშინ თქვენ ზუსტად იმ სტატიას კითხულობთ, რომელიც ამის 100%-იან გარანტიას იძლევა!
დიეტა მდგომარეობს შემდეგში: პირველ რიგში აუცილებელია ფსიქოლოგიური მობილიზება და მოტივირება იმისათვის რომ თქვენი სხეულს წინასწარი შემზადება მოხდეს. დაიმახსოვრეთ რომ ამის გარეშე თქვენ საწადელს ვერ მიაღწევთ.
ამ დიეტის ხანგძლივობა ხუთი-შვიდი დღეა, შესაბამისად წონის დანაკლისი ხუთიდან შვიდ კილოგრამდეა.
დიეტისთვის დაგჭირდებათ ნატურალური დაფქული ყავა(ხსნადი არ გამოდგება) და შავი შოკოლადი(კაკაოს შემცველობა არანაკლებ 50%).
დღიური პროდუქტების ნორმაა 100გრ შოკოლადი, 3 პორცია ყავა და უცხიმო რძე. შოკოლადი სამ პორციაზე უნდა გაყოთ. დილით, შუადღეს და საღამოს 100 გრამიანი ფილის მესამედს მიირთმევთ, 3 საათის შემდეგ ყავას მიირთმევთ-უშაქროდ, მაგრამ რძით. შეგიძლიათ აგრეთვე მიირთვათ არაგაზირებული წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.
წონაში დაკლება გარანტირებულია, ამავე დროს თქვენ თავს სუსტად არ იგრძნობთ.
ეს დიეტა აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანებზეა გათვლილი.
პირადად მე მოცემულ მომენტში შოკოლადს მივირთმევ და უკვე მეორეჯერ ვიმეორებ დიეტის კურსს, რომელიც წარმატებით დასრულდა. გისურვებთ ნებისყოფას, ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს და რათქმაუნდა თქვენთვის სასურველ ფიგურას.
დიეტოლოგი:ნატა ახალაძე
რას ემსახურება ეს "რჩევები" ქალბატონო "ნატა" ?