x
image
ხიზანიშვილი
საკუთარი ტელევიზიის შექმნა პირველად ჰიტლერს სურდა
image -ადოლფ ჰიტლერი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გეგმავდა პირველს შეექმნა საკუთარი ტელევიზია, რათა გავლენა მოეხდინა მოსახლეობაზე. ამას მოწმობენ ტაბუახსნილი დოკუმენტები, რომლებიც ხელში ჩაუვარდა რუსებს ბერლინის დაცემის შემდეგ, 1945 წელს.

-სტატიაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური ექსპერიმენტები ჩაატარა ბრიტანულმა

"ბი-ბი-სიმ", მაგრამ ისინი მაშინვე გადმოიღეს ნაცისტებმა, რომლებსაც ესმოდათ ხალხზე აუდიო-ვიდეო ზემოქმედების უპირატესობა.

-ფუტურისტული ნაცისტური გეგმა დაამუშავა სწავლულმა, ვუნდერკინდმა, ვალტერ ბერჩმა.გეგმა ითვალისწინებდა მოსმენას და ყურებას მოედნებზე, საზოგადოებრივ სამრეცხაოებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.


-პროექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა პროპაგანდის მინისტრის, გებელსისთვის. "აუდიო-ვიდეო აპარატურას გადამწყვეტი უპირატესობა აქვს რადიოსთან შედარებით: უბრალო სიახლე, გადაცემული რადიოთი, მსმენელების აზროვნებაში ადგილს ტოვებს მისი ინტერპრეტაციისთვის და ჩვენ არ შეგვიძლია ეს პროცესი გავაკონტროლოთ. გამოსახულება, რომელსაც თან ახლავს ბგერა, ბევრად უკეთესია", -ხაზგასმულია გებელსის მიერ დოკუმენტებში.

-დოკუმენტების მონაცემების თანახმად, უკვე ყველაფერი მზად იყო პროგრამების ტრანსლაციის დასაწყებად კაბელური ტელევიზიით "ჰიტლერ-TV" მაქსი ეკრანებზე. ბერლინსა და ნიურბერგს შორის გაყვანილი იყო ფართობილიკიანი კაბელი. მზად იყო პროგრამები: ახალი ამბები, სპორტული გადაცემა და იდეალური ოჯახის ცხოვრებიდან სერიალიც კი - "საღამო ჰანსთან და ჰელისთან". აგრეთვე, ჰიმლერის წინადადებით უნდა ეჩვენებინათ გესტაპოს ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები ჰიტლერის საყვარლის, ევა ბრაუნის ნათესავის სიკვდილისა, რომელიც ცდილობდა გერმანიიდან გაქცევას. იგეგმებოდა, აგრეთვე, რეჟიმის მტრების დასჯის კადრების ჩვენება, მაგრამ ომმა ხელი შეუშალა ნაცისტებს, განეხორციელებინათ ეს საშინელი პროექტი.

-პირველად რიგითმა მაყურებელმა სატელევიზიო პროგრამები ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში იხილა.

0
126
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0