x
რეკორდები
imageაქ მოცემულია ზოგიერთი გასაოცარი ფაქტი, დღეისათვის არსებული ცხოველების სიდიდის, სიმცრის სიგამხდრისა და სიმსუქნის შესახებ.
ყველაზე დიდები:ცხოველი-ზრდასრული ლურჯი ვეშაპი სიგრძეში სამი ავტობუსისოდენაა და 20 სპილოზე მეტს იწონის.


ხმელეთი ცხოველი-: აფრიკული სპილო სიმაღლეში 4 მეტრი იზრდება, ახლად დაბადებული სპილოც კი 1 მეტრი სიმაღლისაა.
ფრინველი-სირაქლემას სიმაღლე 2.5 მეტრს აჭარბებს.
მწერი- ამერიკული ხოჭო ჰერკულესი ყველაზე დიდი მწერია. ის 19 სანტიმეტრი იზრდება.

ყველაზე პატარები:ცხოველი- ქალამანა ყველაზე პატარა ცხოველია.მისი დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება.

ფრინველი:-კოლიბრი ფრინველებს შორის ყველაზე პატარაა.ის ფუტკრისოდენაც არ არის.
ძუძუმწოვარი:-შავი პიგმეი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარია, ის დაახლოებით შენი თითის სიგრძეა.


სხეულის უდიდესი ნაწილები:ფრთები:-ყველაზე დიდი ფრთები ალბატროსს აქვს. მისი გაშლილი ფრთების ზომა 3.5მეტრს აღწევს.
თვალები:-გიგანტური კალმარის თითოეული თვალი ადამიანის თავისხელაა.
კისერი:-ჟირაფის კისერი 1.8 მეტრს აღწევს. ეს ერთი მაღალი ადამიანის სიმაღლეა.
თავი:-კაშალოტს მანქანისოდენა თავი აქვს.
მკვლელები:შხამიანები:-მედუზა ფიზალია იმდენად შხამიანია, რომ მის მხოლოდ ერთ დასუსხვასაც კი შეუძლია ადამიანი მოკლას.
კბენიები:დიდ თეთრს ზვიგენს ბასრი, ნემსებივით კბილები რამდენიმე რიგად აქვს ჩამწკრივებული.თითოეულის სიგრძე 7.5 სანტიმეტრია.ზვიგენის ერთი კბენაც კი სასიკვდილოა.
ყველაზე სწრაფები:მცურავები:-აფროსანის სიჩქარე საათში 110 კმს აღწევს.
მფრინავები:- დაშვებისას შავთავა შავარდნის სიჩქარე საათში 250 კილომეტრია.
მორბენლები:- ხანდახან ავაზა 105 კმ საათში სიჩქარით გარბის. ეს იგიეა რაც სწრაფი მანქანის სიჩქარე.



0
144
3-ს მოსწონს
ავტორი:თოკოთოკო
თოკოთოკო
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0