x
image
ხიზანიშვილი
უცნაური, მაგრამ საინტერესო
image -ადამიანები ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევიან და ამით გამოხატავენ თავიან ინდივიდუალურობას. მაგალითად, სერბმა ფიზიკოსმა, პროფესორმა,

14 000 პლასტმასის ბოთლი მოაგროვა და ამ უცნაური მასალით მყარი და გამძლე სახლი ააშენა.

-ესტონეთში სამჯერ დააკავეს ბრმა მძღოლი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. უცნაური ის არის, რომ მას კანონიერად აქვს მოპოვებული მართვის მოწმობა.

-ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 900 000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა მბეჭდავ გოგონას, რომელმაც არასამუშაო საათებში ტექსტის აკრეფისას თითი მოიტეხა და დეპრესიაში ჩავარდა.


-პარიზში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც ის მატყუარა მამაკაცები მიმართავენ, რომლებიც მეუღლეებს ღალატობენ და სურთ ჰქონდეთ მყარი ალიბი. სააგენტოს თანამშრომელი საჭირო შემთხვევაში აცნობებს ცოლს, რომ მისი მეუღლე განსაკუთრებულ თათბირზე გამოიძახეს, რომელიც დილამდე გაჭიანურდება. ერთი ასეთი მომსახურების ღირებულება 19 ევროა.

-87 დოლარით ჯარიმდება მალაიზიაში ტაქსის მძღოლი, რომელსაც სამუშაო საათებში არ ეცმევა წინდები.

-ჩიტი ტიურაკო მშრალ და წვიმიან ამინდში სხვადასხვანაირად გამოიყურება, რადგან წვიმა მის ბუმბულს საღებავს აცლის.

-კონგოს პოლიციამ დააპატიმრა თხების დიდი ჯგუფი, მათ "უნებართოდ" გადაკვეთეს საზღვარი და შემჩნეული იქნენ კონტრაბანდის გადატანაში. ბრძანება პირადად იუსტიციის მინისტრმა გასცა.

-320 კილოგრამს იწონის გეოგრაფიული ატლასი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მუზეუმში ინახება.

-და ბოლოს: შეიძლება ზღაპრად გეჩვენებათ, მაგრამ გერმანულმა ნაგაზმა ბადიმ, როცა მისი პატრონი ჯო სტალნაკერი ცუდად გახდა, მისი ბრძანებით 9-11 ზე დარეკა და ამით პატრონის სიცოცხლე იხსნა.

2
190
4-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
190
  
2012, 1 დეკემბერი, 20:46
ბოლო კატა იყო თუ ძაღლი ვეღარ გავოგე ტო:დ
2012, 1 დეკემბერი, 19:09
კარგია მომეწონა
0 1 2