სხვა ბრძნული გამონათქვამები #1 2012, 30 ნოემბერი, 21:07 ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ -კრილოვი ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა. -სტენდალი “ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს…” - გოეთე დრო არ მოდის, დრო მიდის და ვინც მას არ გაჰყვება დაიღუპება’ - ჯავახიშვილი “იმდენად მეგობრები არ გვშველიან რამდენადაც იმის რწმენა რომ ისინი გვიშველიან” – ეპიკურე კეთილ ადამიანს ზოგჯერ ძაღლისაც კი რცხვენია” -ჩეხოვი დრო ფულია, ოღონდ მაშინ, როცა დრო არ გაქვს -ფრენცელი “ნამდვილი შეცდომებია, რომლებიც არ სწორდება” -კონფუცი ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო -ვახუშტი კოტეტიშვილი ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა. -მენეკენი ლოთობა უგუნურობაში ვარჯიშია -პითაგორა ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა. -ბუასტი პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს- მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება. - აკაკი ყოველთვის ნუ იტყვი იმას, რაც იცი, ხოლო ის კი მუდამ იცოდე, რასაც ამბობ. - კლავდიუსი მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი. -ტოლსტოი სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში. -შექსპირი ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს. -შილერი რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში. -პასკალი ნამდვილი მეგობარი ისა ვინც კარში მაშინ შემოდის როცა დანარჩენი სამყარო გადის” –უოლტერ უინჩელი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად უცდომელად მიიჩნევს -კარლეილი ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სიტყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი -ფროიდი 1323 14-ს მოსწონს
|