საზოგადოება ღვთის ნაწილაკი ნაპოვნია?! 2012, 30 ნოემბერი, 16:17 “ღვთის ნაწილაკი" ნაპოვნია - ამის შესახებ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერებმა განაცხადეს. მათ ახალი ელემენტარული ნაწილაკი აღმოაჩინეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ჰიგსის ბოზონი იყოს, რომელიც მეცნიერებას მასის წარმოშობის მექანიზმის ამოხსნის საშუალებას მისცემს. ჰიგსის ბოზონის ძიება იყო დიდი ადრონული კოლაიდერის აგების მიზანიც, რომელიც ელემენტარული ნაწილაკების გიგანტური ამაჩქარებელია. მანზე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერები მუშაობენ. ბოზონის აღმოსაჩენად მუშაობა მკვლევრებმა 2001 წელს დაიწყეს. 83 წლის დოქტორი პიტერ ჰიგსი ემოციებს ვერ მალავს და აცხადებს, რომ ეს აღმოჩენა შესაძლოა ახალი ერის დაწყების წინაპირობა გახდეს. “გაკვირვებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემს სიცოცხლეში მოხდა. ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. ამ ამბის დაწყებიდან 40 წელიწადზე მეტი გავიდა, თან ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რას ეძებდნენ", - განაცხადა ჰიგსმა. 206 9-ს მოსწონს |