პროზა იდეალური ასაკი 2012, 30 ნოემბერი, 13:51 გარკვეულ დროს ალბათ ყველას უფიქრია ამაზე. არის თუ არა
იდეალური ასაკი?! ან რა ასაკში რისი კეთება ჯობია?! რომელ ასაკში იგრძნობდნენ ბედნიერად თავს და ა.შ.
პირადად ჩემთვის ერთგვარი ოქროს შუალედი იყო 18 წელი.
![]() როცა საკმარისად დიდი ვიყავი იმისთვის რომ ჩემთვის აზრი ეკითხათ და საკმარისად ახალგაზრდა იმისთვის რომ "სიგიჟეები" ჩამედინა. თუმცა რათქმა უნდა თავისი ნაკლი მასაც ქონდა. მაგალითად როდესაც 16 წლის ვიყავი ჩემი ნათქვამი (თუნდაც გონივრული) ერთგვარ უნდობლობას იწვევდა ასაკის გამო.(არავის უნდა 16 წლის ბიჭის ჭკუაზე იაროს) აი 16 წლის ადამიანები კი ჩემთვის იყვნენ მეტისმეტად ახალგაზრდები. 10 წელი გავიდა, 26 წლის ვარ და არსებითად არაფერი შეცვლილა. ჩემი 20-22 წლის მეგობრებისთვის მოხუცი ვარ (და ეს ერთგვარ სახუმარო თემად იქცა.) ხოლო ის ვინც ასაკით აღმემატება, ჩემი სიტყვა უფერულდება მათთვის, ჩემი ასაკის გაგებისთანავე. ცხადია ეს დეპრესიული შუახნის მამაკაცის მონოლოგი არაა. უბრალოდ დავფიქრდი ციფრებზე. როდისაა იდეალური, ყველასათვის მისაღები ციფრთა მოხაზულობა?! მოხუცებს იმიტომ არ ვუსმენთ რომ "სკლეროზი" აქვთ, ახალგაზრდებმა ჯერ არაფერი იციან, შუახნის ადამიანებს საპასუხოდ არ ცალიათ. არ იციან რომელ ჯგუფს მიეკუთნებიან. ზუსტად არ მახსოვს რომელი ფილმიდანაა. მაგრამ ასეთი დიალოგი დამამახსოვრდა. ახალგაზრდა ქალი ეკითხება თავისუფალ მამაკაცს. როდის დაიბადეო. კაცი პასუხობს- ერთხელ როდესაც ვიკითხე როდის დავიბადე ასე მიპასუხეს - ზაფხულში. არამგონია ეგ ცუდი იყოს. თუ არავის გვეცოდინება საკუთარი ასაკი და მათი გონებრივი ხანდაზმულობით და არა ციფრობრივი ასაკით შევაფასებთ ერთმანეთს. რადგან იდეალური ასაკი არ არსებობს. ან ძალიან ახალგაზრდა ხარ ან ძალიან ბებერი. 397 14-ს მოსწონს |
ამოყალიბებილია ადამიანი და ფიზიკურადაც
მაგრამ სტატიის მთავარი მოტივი შეფასებაზე იყო გაკეთებული.
თორემ პირადად ვიცნობ 17-18 წლის ადამიანებს რომლებიც ნებისმიერ ინტელექტუალირ თამაშში ნებისმიერ 40 წელს გადაცილებულს აახევენ სახეს :))) ასეთი საკუთარ გუნდშიც მყავს. პრობლემა დანარჩენი საზოგადოებაა რომლებიც მათ უბრალოდ ლაწირაკებად აღიქვავენ.
მე სტატნდარტული დამოკიდებულება ავღნიშნე ასაკთან. არაც არ მომწონს.
თორემ რასაც შენ ამბობ მგონი ჩემი ტექსტის ანალოგია .