x
პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორები DIDGORI 1 და DIDGORI 2

პირველი ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი სახელად DIDGORI 1 და DIDGORI 2 შარშან 2011 წელს ვიხილეთ. ისინი დაპროექტებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ დელტა-ს მიერ. მის დამზადებაზე მუშაობდა თბილავიამშენი. ასევე პროექტის დიზაინში წვლილი შეიტანა ქართველმა დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ. როგორც ვახსენე ორი ვარიანტი არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს.

DIDGORI 1

image

ეს გახლავთ დიდგორი 1. იგი დამზადებულია ამერიკული პიკაპის FORD "F" სერიის ბაზაზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, როგორიცაა ღამის ხედვის კამერებით, GPS-ით და ა.შ. მისი ჯავშანი უძლებს 7.62მმ კალიბრის ტყვიებს და 6-8 კგ ნაღმის აფეთქებას სერიოზული დაზიანებების გარეშე. მისი ჯავშანის შემადგენლობა გასაიდუმლოებულია, თუმცა "ნატოს" სტანდარტების მიხედვით მას ჯავშნის კლასის STANAG 2 დონე მიენიჭა, მისი რეალური ჯავშანი კი აჭარბებს STANAG 2-ის დონეს. მისი მთავარი შეიარაღებაა 7.62x51მმ M134 Minigun ან 12.7x108მმ NSV machine gun. მის შეიარაღებაში შედის ასევე ტანკ საწინააღმდეგო რაკეებიც.

მისი ტექნიკური შესაძლებლობები შემდეგია:
FORD-ის ტურბოდიზელის ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 450 ცხენისძალას.
მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 120 კმ/სთ.
აღჭურვილია 4X4 სისტემით.
მისი გადაადგილების მანძილი 500 კმ-ს შეადგენს.
პირთა ადგილების რაოდენობა: 8+1.
საბძოლო მასა: 7 ტონა.


DIDGORI 2

იგივე შეიძლება ითქვას დიდგორი 2-ზეც თუმცა იგი მაინც განსხვავდება დიდგორი 1-საგან.მხოლოდ განსხავვებეს თუ ჩამოვთვლით მას ოდნავ სუსტი ჩავშანი აქვს და შეუძლია გადაიყვანოს 6+1 ადამიანი. მისი ჩავშანია აჭარბებს ნატოს STANAG 1-ის დონეს.

image

image

9
590
7-ს მოსწონს
ავტორი:lasha1616
lasha1616
590
  
2013, 8 თებერვალი, 15:40
იგ იმფო არ ვიცოდი მე მეგონა გახვრიტა და გახსნილმა ლუკმა გაანეიტრალა წნევაო რავიცი რავიცი მაგრამ რაც უფრო დახრილი იქნება უკეთესია
2013, 5 თებერვალი, 15:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი გობლინი-ის კომენტარზე
2013, 5 თებერვალი, 15:09
როგორც ვიცი კობრებმა დახრილი კუთხეებით rpg -ები არიკოშეტეს და რავი 30 გრადუსზე უნდა იყოს რაკეტის დეტონატორი რო არ აფეთქდეს
2012, 11 ივნისი, 23:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი lasha1616-ის კომენტარზე
2012, 11 ივნისი, 20:42
ვიზუალურად ძალიან ეფექტურად კი გამოიყურება ორივე. ისე ზოგადად მსგავს ჯავშანტრანსპორტიორებს რომ გადავხედე ეს დიდგორი მათთან შედარებით საკამოდ მძიმედ გამოიყურება თუმცა მისი ძრავის გათვალისწინებით ეს სიმძიმე არაფერს წარმოადგენს, 450 ცხენისძალით 10 ტონასაც თავისუფლად დაძრავს.
2012, 11 ივნისი, 11:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 17 მაისი, 0:32
მადლობ :)
2012, 15 მაისი, 20:58
კარგი სტატიაა)
0 1 9