სხვა საინტერესო ფაქტები პოკერზე 2012, 29 ნოემბერი, 23:57 პოკერი, როგორც თამაში არსებობს 500 წელზე მეტია. წარმოიშვა ევროპაში - ესპანეთში, საფრანგეთში და იტალიაში. პოკერის წესები მაშინ განსხვავებული იყო. დროთა განმავლობაში მისი წესები იცვლებოდა. პირველად წერილობით თანამდროვე პოკერის ვერსია ნახსენები იყო მსახიობ ''ჯო კაუელ''-ის მემუარებში 1829წელს. 1834წელს პოკერის თამაში დაიწყეს 52 ბანქოთი. თუმცა, რაც არ უნდა იცვლებოდეს მისი თამაშის წესები, გამარჯვებული განისაზღვრებოდა მისი კომბინაციის თანდასწრებით.
1. პოკერის თამაში წარმოიშვა ევროპაში, ამას ადასტურებენ ზოგიერთი ლიტერატურული წყაროები, რომელიც თარიღდება 1526 წლით. 2. ჩვეულებრივი პოკერის შეკვრა შედგება 52 ბანქოსგან, საიდანაც შეიძლება 2598960 კომბინაციის შექმნა. ეს რიცხვი მიიღეს სტანდარტული კომბინატორული ფორმულის მეშვეობით. 3. როიალ ფლეში - პოკერის უიშვიათესი კომბინაციაა, ალბათობა მისი გამოსვლის 0, 0002%-ია. 4. დღესდღეობით არსებობს 150 სახეობის თამაში. 5. ყველაზე წარმატებული და შესაბამისად ყველაზე მდიდარი პოკერის მოთამაშედ დღეს ითვლება ''ფილ აივი'', რომლის მოგებაც ითვლის 25მილიონ დოლარს. 6. პოკერის ისტორიაში მაქსიმალური მოგება 9152416 დოლარი დაფიქსირდა. ეს თანხა მოიგო ''პიტერ ესთგეით''-მა 2008 წელს დანიაში. 7. პოკერის ბანქოს შეკვრას მისტიკურ მნიშვნელობას აწერენ. ბანქოს რაოდენობა შეკვრაში (52) შეესაბამება კვირის რაოდენობას წელიწადში. გული, ჯვარი, ყვავი და აგური წელიწადის დროებს. ერთი მასტის ბანქო ორიდან ტუზამდე მთვარის ციკლს წელიწადში. და ყველა ბანქო რომ შევკრიბოთ ტოლი იქნება 364ის (365 ჯოკრით), ანუ დღეების რაოდენობა წელიწადში. 8. ორი ტუზისა და ორი რვიანის (AA88) კომბინაცია პოკერის მოთამაშეებისათვის ცნობილია როგორც ''მკვდრის ხელი''. ეს სახელი მან იმის შემდეგ მიიღო, როდესაც დასავლეთის ცნობილ გმირს ''ბილ ხიკოკს'' ესროლეს პოკერის მაგიდასთან, მას ხელში ეჭირა ეს კომბინაცია. სამწუხაროდ მეხუთე ბანქოდღემდე უცნობია. 9. ყველაზე ხშირად პოკერში მიზეზი გამარჯვებისა არ არის კარგი თამაში, არამედ იშვიათი უნარი იმისა, რომ მოწინააღმდეგე შეიყვანოთ შეცდომაში. 10. ადრე ტუზი არ იყო ყველაზე მაღალი კარტი, მაღლად ითვლებოდა მეფე. 11. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იყიდება 70 მილიონი ბანქოს შეკვრა. 12. მსოფლიო რეკორდი პოკერის ყველაზე დიდი ხნის თამაშში ეკუთვნის ირლანდიელ ''ფილ მააკ''-ს, რომელმაც ითამაშა 90 საათი და ამით მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. 13. ამერიკის შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტმა ''რიჩარდ ნიქსონ''-მა, პოკერის თამაშის წყალობით შეაგროვა თანხა მისი საარჩევნო კომპანიისათვის. 164 3-ს მოსწონს
|