პოეზია მინდა გაპატიო ხან და ხან.......ყოველ დილით. 2012, 29 ნოემბერი, 22:19 კოცნა ამბორით და ალერსით__ხელში მადნები....
ცხადი კი არა სიზმარი ყოფილა ამის თავმდები.
ფანჯრიდან რიჟრაჟმა შემომხედა გამოჯავრებით
გიორგობისთვე აატირა თავის დარდებით...
ვის გაუმხილოს__ბუნიობას__ ნოემბერმა გულის ნადები? გაზაფხულის პირს ჩაფიქრებული თეთრი ვარდები იქნებ, ზამთარმა მაინც, ჩამოყაროს__არ დანანებით... სულ არაფრისთვის არ იქნები შესაბრალები თუნდ მთელი ცხოვრება ჩემს ფანჯრებთან მომიყვანო – _____ დარდიმანდები და შავ ღამეში, თეთრი ჩოხის აფრიალო __ბაირაღები. სულ არ იქნები მაინც არაფრისთვის შესაბრალები, სიტყვა მახარჯე შენ ხომ ყოველთვის ცრემლის დამდენი არ გაიმეტე იასამანი, ჩემთვის, __ ვარდები და მეც არ ვიცი ბედისწერას რას ვედავები ან შენს განაჩენს, ჩემო კარგო, რას ვემართლები... წარსული__ბოშების კარავივით ზანდუკში ჩავკეცე და მეგონა რომ საიმედოდ დავემალები ოოხ, მოგონებავ შენც რაღა გინდა? რას იშლები? ნილოსის ტალღით დამსხვრეული, როგორც __დამბები გამაგებინე შენ რას აპირებ __ ნუთუ დანებდი? არ გადამრიო და არ მითხრა რომ _____ დითირამბები.. 127 22-ს მოსწონს 3-ს არა |
ამ აჟიოტაჟში რომ რაღაც არაპოლიტიკურს და ადამიანურს ვნახავ, გული მითბება პირდაპირ.