x
image
გიკა115
შვარცნეიგერი და მედვედევი ერთმანეთს მთაში შეხვდებიან

imageკალიფორნიის შტატის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეიგერმა, რომელმაც ოფიციალურად პოსტი 2011 წლის 3 იანვარს დატოვა, რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს მთაში შეხვედრა და თხილამურებით სრიალის იდეა გაუზიარა. ეს აზრი რკინის "არნიმ" საკუთარი "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა. ცნობილია რომ მედვედევი და შვარცნეიგერი ამ უკანასკნელის მოსკოვში ვიზიტის დროს დამეგობრდნენ და მას შემდეგ ხშირად ურთიერთობენ სოციალური ქსელების მეშვეობით. მედვედევის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ექსგუბერნატორს წარმატებები უსურვა ახალ წამოწყებებში. პოლიტიკიდან წასული "ტერმინატორი" ისევ გეგმავს კინოში დაბრუნებას, თუმცა, მხოლოდ რეჟისორის ან პროდიუსერის ამპულაში.

0
33
6-ს მოსწონს
ავტორი:გიკა115
გიკა115
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0