დიეტოლოგია შენც შეგიძლია გქონდეს ულამაზესი სხეული!! (რჩევები) 2012, 3 დეკემბერი, 1:11 შენც შეგიძლია გქონდეს ულამაზესი სხეული!!
ყველა გოგონას ოცნებაა ლამაზი სხეული ჰქონდეს, მათ შორის ჩემიც.
ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ სიმსუქნე სიმახინჯეს სულაც არ ნიშნავს. ცხოვრებაში ყველანაირად უნდა ეცადო, რომ იყო ''საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი''.
მე რამდენიმე რჩევას მოგცემ: * პირველ რიგში, დაივიწყე ყველანაირი დიეტა! * დილით აუცილებლად ისაუზმე. კარგი იქნება თუ ჩაისაც დალევ, რადგან ახალგამოღვიძებულ ორგანიზმს სითხე ძალიან სჭირდება. * მაქსიმალურად შეზღუდე შაქრის რაოდენობა (შეგიძლია თაფლით ჩაანაცვლო). * შუადღის 12 საათზე კარგად დანაყრდი. * შემდეგ, სამ საათზეც მიიღე საკვები, მაგრამ ეცადე ზომიერება დაიცვა. * საღამოს 5 საათზე კარგად ისადილე. სასურველია, თუ წვნიანს შეჭამ. * 6საათზე შეგიძლია მსუბუქად წაიხემსო და შემდეგ დილამდე ნუღარაფერს შეჭამ. თუ ძალიან გაგიჭირდა, შეგიძლია ხილი ან მაწონი მიირთვა. ❣ ნებისყოფას თუ გამოიმუშავებ, შეგიძლია იამაყო ლამაზი სხეულით.. მაგრამ ახლა - შენ მხოლოდ ოცნებობ... ❣ რას ელოდები? ❣ შეცვალე ცხოვრება უკეთესობისკენ ! 1451 17-ს მოსწონს
|