x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ჯორჯ კლუნი-ჩემი ძაღლი ჩემზე უკეთესად ცხოვრობს
ჯორჯ კლუნის აზრით ბედნიერება ეს არ არის "ოსკარი"მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ჰოლივუდის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მამაკაცი-მსახიობისთვის უფრო ახლობელია მარტივი ჭეშმარიტებები, როგორიცაა სიკეთე, პატიოსნება და იუმორის გრძნობა და "ჩვეულებრივი" ბედნიერება-მაგ. კინოგადაღება.

image
გთავაზობთ ჯორჯ კლუნის ინტერვიუს, რომელშიც ის გულახდილად საუბრობს საკუთარ თავზე, გრძნობებზე და ცხოვრებაზე.
-რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

-ვინმესთვის ტკივილის მიყენების.



-რომელ ისტორიულ პერსონაჟს ამსგავსებთ საკუთარ თავს?

-უილიამ კლოდ ფილდს, ის ერთდროულად მსახიობი, მწერალი და "ფოკუსნიკი" იყო.


-ამჟამად ცოცხლებს შორის ვინ აღგაფრთოვანებთ?

-მადლობა ღმერთს მამაჩემი ცოცხალია, და შესაბამისად არსებობს ადამიანი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ.


-საკუთარი თვისებებიდან რომელი არ მოგწონთ?

-მძაფრი რეაქცია კრიტიკაზე.


-სხვა ადამიანებში რა არ მოგწონთ?

-გაკრიტიკების სურვილი.


-ყველაზე დიდი მფლანგველობა, რომელიც ჩაიდინეთ?

-შევიძინე ვილა იტალიაში


-ცხოვრებაში საუკეთესო მოგზაურობა?

-მოტოციკლით ვიმოგზაურე ალპებში.


-გადაჭარბებულად რომელი დადებითი თვისება მიგაჩნიათ?

-მოთმინება


-როდის იტყუებით?

-როცა სიმართლე მწარეა.


-საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

-ჩემი ფიგურა.

image

კადრი ფილმიდან "შთამომავლობა"


-ამჯერად ცოცხალ ადამიანებში ყველაზე მეტად ვინ გძულთ?

-არსებობს ასეთი ომარ ჰასან ალ-ბაშირი, ჩრდილოეთ სუდანის პრეზიდენტი.


-რისი ნიჭის ქონას ინატრებდით?

-სმენის, რაიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დავუკრავდი.


- როგორ განწყობაზე ხართ?

-ბედნიერი ვარ ძალიან.


-ცხოვრებაში რას შეცვლიდით?

-უფრო მეტ წიგნს წავიკითხავდი.


-ახლობლებში რას შეცვლიდით?

-კარგი იქნებოდა ცოტა ახალგაზრდები ვიყოთ.
image
სტეისი კიმბერლი-კლუნის ამჟამინდელი მეგობარი-ქალბატონი


-თქვენი მთავარი მიღწევა ცხოვრებაში?

-სუდანში გამგზავრება, სადაც მხარს ვუჭერდი დამოუკიდებლობის რეფერენდუმს, იქვე მალარია დამემართა.


-არჩევანი რომ გქონდეთ, ვინ გენდომებოდათ ყოფილიყავით?

-ჩემი ძაღლი, ის ჩემზე უკეთესად ცხოვრობს


-თქვენი ფასდაუდებელი საკუთრება?

-კალამი და ფურცელი.


-სად ინატრებდით ცხოვრებას?

-სადაც ამჟამად ვცხოვრობ, ლოს-ანჟელესში.


-თქვენი საყვარელი საქმიანობა?

-კინოგადაღება
image
ყოფილი მეგობარი-ქალბატონი ელიზაბეტ კანალისი


-ყველაზე მეტად რომელი თვისება მოგწონთ მამაკაცებში?

-ერთგულება.


-ქალბატონებში?

-სიკეთე.

image

კიდევ ერთი ყოფილი-სარა ლარსონი

image

კლუნს რიზ უიზერსპუნთანაც აკავშირებდა რომანტიკული ურთიერთობა


-მეგობრებში ყველაზე მეტად რას აფასებთ?
-იუმორის გრძნობას


-თქვენი საყვარელი ავტორები?

-პედი ჩაეფსკი და მარკ ტვენი


-ცხოვრებაში გმირებს შეხვედრიხართ?

-დიახ, სამხედროები, მეხანძრეები, ასევე სოციალური მუშაკები და ჟურნალისტები.


-ყველაზე მეტად რა არ გიყვართ ადამიანებში?

-სიხარბე

image

0
50
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0