ერთ-ერთი რესტორანი ტაივანში “მუყაო მეფე” როგორც მას უწოდებენ, გამოირჩევა სხვებისგან მხოლოდ და მხოლოდ იმით რომ იგი არის
მთლიანად მუყაოსგან დამზადებული. მათ
შორის ავეჯიც და ჭურჭელიც . ეს რესტორანი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით კი იქცევს ყურადღებას ტურისტებში. მისი დამაარსებილი
და მფლობელი Huang Liang Fan დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა მასალას ქარხანაში რათა რესტორანი
აეშენებინა, მან გადაწყვიტა რომ გამოეყენებინა ნაცნობი მასალა არატრადიციული მიზნებისთვის.Huang Liang Fan-მა აღიარა, რომ მას ხალხი ხშირად ეკითხება გაუძლებს თუ არა მუყაოს სკამები ადამიანის წონას. და იგი ამბობს რომ ეს სკამები უძლებს
100 კილოგრამიანი ადამიანის წონასაც კი, მაგრა თუ ადამიანი მეტს იწონის მაშინ მას სვამენ მის წონასთან შესაბამის ორმაგ სკამზე როგორც ისინი უწოდებენ მას.
ყველაფერი გამორჩეული სასიამოვნო და მისაღებიცაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ ეს ყოველივე დაკავშირებულია ბუნებასთან, კერძოდ ხეებთან, რომლისგანაც მზადდება ეს მუყაო, ალბათ ეს ვერ გათვალეს ინიციატორებმა რაც ძვირად დაუჯდა ბუნებას მათ კი ის შედეგი მიიღეს, რისი მიღწევაც სურდათ.
