სხვა ანეკდოტები 2012, 27 ნოემბერი, 22:38 * * * პირველი პილოტი დავალების შესასრულებლად ემზადება: – შტურმანო, მედესანტეები მზადყოფნაში არიან? – კი, ორი უკვე გადახტა. – დებილო, ჯერ არ ავფრენილვართ! * * * ბირთვის კვრაში შეჯიბრებაზე ერთი სპორტსმენი მეორეს ეუბნება: – დღეს მაგრა უნდა მოვინდომო. – რატომ? – ტრიბუნაზე ჩემი სიდედრი ზის. – ჰოო, საშიშია, ამ სიშორიდან შეიძლება ააცილო. * * * ქმარი მოულოდნელად დაბრუნდა მივლინებიდან და ხედავს, რომ მისი ცოლი უცხო კაცთან ნებივრობს ლოგინში. – აქ რას აკეთებთ?! – იყვირა ქმარმა. – სულ ასე მჭრის თავს, – ეუბნება ცოლი საყვარელს, – მოიდებილებს ხანდახან თავს, ვითომ ვერ ხვდება. * * * ფსიქიატრის კაბინეტში პაციენტი ხოხვით შევიდა. ფსიქიატრი დაყვავებით მიმართავს: – აბა, ვინ შემოცოცებულა ჩემს კაბინეტში, ხვლიკი? – არა, – კბილებს აკაწკაწებს პაციენტი. – გველი? – არც ერთი, ექიმო, უბრალოდ, სიმაღლის შიში მაქვს. * * * ცნობილი კინოვარსკვლავი ქალი და ცნობილი მწერალი ქალი ერთმანეთს ხვდებიან. – შენი ბოლო მოთხრობა წავიკითხე, ვინ დაგიწერა? – ირონიით ეკითხება კინოვარსკვლავი მწერალს. – ჯერ შენ მითხარი, ვინ წაგიკითხა? * * * – შენ ჭკვიან კაცად გიცნობენ და ხომ ვერ მეტყვი, უფოლოგია მეცნიერება უფროა თუ რელიგია? – ბიზნესი. * * * 28 4-ს მოსწონს
|