x
image
ბუბუ007
ტემპერამენტის 4 ტიპი

1. სანგვინიკი – ამ ტიპის ადამიანში: გრძნობები ადვილად აღმოცენდება, მაგრამ მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპათიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპათიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა. სანგვინიკი მოძრავი და ენერგიული ადამიანია. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.

2. ქოლერიკული –ამ ტიპის ადამიანში: გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; კონფლიქტურია, პესიმიზმისკენ არის მიდრეკილი, ადამიანებში უფრო ცუდს ხედავს ვიდრე კარგს.სანგვინიკისგან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია უფრო მტკიცე და ღრმა გრძნობები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის.

3. ფლეგმატიკი – ამ ტიპის ადამიანი არის: მშვიდი, გულგრილი, დინჯი, მისი წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა რთულია. გრძნობები აღმოცენდება ნელა და გვიან, თუმცა სანგვინიკისგან განსხვავებით ეს გრძნობები ღრმაა და დიდხანს არ გადაივლის. სანგვინიკის მსგავსად ცხოვრებაში და ადამიანში უფრო დადებითს ხედავს და ეძებს, ოპტიმისტია. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.

4. მელანქოლიკი - ამ ტიპის ადამიანი მიდრეკილება უაროფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.

image

P.S დატოვეთ კომენტარებში თუ რომელი ტიპს ამსგავსებ საკუთარ თავს


2
3659
6-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
3659
  
2018, 20 ივნისი, 17:46
ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ (ძვ.წ. 460 - 370 წწ.) აღწერა ადამიანის ტემპერამენტის ეს 4 ტიპი.
2013, 30 ოქტომბერი, 18:38
სანგვინიკ :D
0 1 2