x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
თამთა ქენქაძე მსოფლიოს საუკეთესო მოდელის ტიტულისთვის იბრძვის!

imageთამთა ქენქაძე სამოდელო სააგენტო "კატრინი"-ს ახალგაზრდა, მომხიბლველი მოდელია. ახლახანს კი მის კარიერაში კიდევ ერთი პატარა წინსვლა მოხდა. 13 ნოემბერს თბილისში "მსოფლიოს საუკეთესო მოდელი"-ს შესარჩევი კონკურსი ჩატარდა და 18 წლის თამთა პირველი ადგილის მფლობელი გახდა. როგორც საუბრობენ, მიუხედავად იმისა რომ ჯიურის შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი (17 )ადამიანი შედიოდა, მათი გადაწყვეტილება მაინც ერთსულოვანი იყო და გოგონამ ფაქტიურად თავიდანვე ყველა მოხიბლა. მას არამარტო გამარჯვებულის, არამედ "ხალხის რჩეული"-ს სტატუსიც ერგო. გაგიკვირდებათ და თვითონ მოდელი გამარჯვებას არ ელოდა და ამ კონკურსზე მხოლოდ მორიგი გამოცდილების შესაძენად იღებდა მონაწილეობას. - "ხალხმა რომ ამირჩია, ვიფიქრე, შეიძლებოდა "ვიცე მისი" გავმხდარიყავი, მაგრამ თუ გავიმარჯვებდი, რას ვიფიქრებდი?! ღმერთო ჩემო, აზრზე ვერ მოვსულვარ!"

image

თამთა მოდელის პირობაზე არც ისე მაღალია, ის 169 სანტიმეტრია. კარგად ფლობს ინგლისურს. მართალია მოდელის პროფესიას სერიოზულად უდგება, მაგრამ ზოგჯერ მაინც ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჰობია და უნდა ჟურნალისტი გახდეს. ასეა თუ ისე მას წინ საკმაოდ სერიოზული კონკურსი და გამარჯვების შემთხვევაში კი პერსპექტივები ელოდება. საპრიზო ფონდიც სოლიდურია - 100 ათასი დოლარი, კონტრაქტები, მსოფლიო მოდის სამყარო... კონკურსი 8 დეკემბერს, სტამბულში გაიმარტება. წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა, ლამაზ მოდელს...

0
764
9-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0