სხვა ბავშვი "ეშმაკის რქებით" 2012, 26 ნოემბერი, 0:09 ![]() ოპერაციიდან 4 თვის შემდეგ მას ამოუღეს იმპლატანტები და რქები ამოაჭრეს, რისი დახმარებითაც მათ საშუალება მიეცათ, მის ადგილზე ჩაეკერებინათ ახალი ქსოვილი.ჯორჯს მთლიანად არ დაბრუნებია ნორმალური სახე, ამჯერად ის გავდა ჰარი-პოტერის გმირს თავისი შუბლის ფორმით. მას 4 თვის განმავლობაში სასტიკად დასცინოდნენ გამვლელები მის შუბლზე წამოზრდილი რქების გამო. საბოლოო პლასტიკური ოპერაციის შედეგად მას მხოლოდ ნაწიბურები ემჩნევა და განაგძობს მეგობრებთან ერთად სკოლაში სიარულს. კარენმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი შვილი ბედნიერი იყოს, იქნება ეს მისი თანდაყოლილი რქებით, თუ მათ გარეშე, ეყვარება სამუდამოდ, თუნდაც ამისთვის ყველამ გაკიცხოს. 3036 11-ს მოსწონს |
იცით რაშია საქმე, უბრალოდ არაესთეტიკურია, როცა პატარა ბავშვის ასეთ სურათებს უყურებ. მე თვითონ შვილი მყავს და არასაისამოვნოა, უყურებ ბავშვის ფოტოს და მცდარ ინფორმაციას შეიცავს სტატია.
ამ ტიპის ოპერაციებს ძალიან წარმატებით აკეთებენ დიდ ბრიტანეთში, სადაც მე ვცხოვრობდი. ერთ-ერთ ქართველ ბავშვსაც კი გაუკეთეს ეს ოპერაცია. ეკლესიაში ერთად დავდიოდით და ვიცი.
სინამდვილეში რა ხდება: როცა ბავშვს აქვს ტყლიპი ან რამე მსგავსი ანომალია სახეზე, მაგ შემთხვევაში ბავშვს სახეში უდგამენ სილიკონის სიმპლანტებს ან რქების მსგავსად, ან ყბებში. ამის მიზანი ისაა, რომ ბავშვის სახეზე კანი გადაიჭიმოს, "მოეშვას" და მერე შესაძლებელი იყოს ტყლიპის ამოჭრა. ესაა და ეს.
ამიტომ არ ვენდობი ამ საიტზე წაკითხულ სტატიებს.