ელ. წიგნები php - lesson 1 2012, 8 მარტი, 21:17 ბა ზ უ რი P H P ს ი ნ ტ ა ქს ი PHP სკრიფტინგის ბლოკი ყველთვის იწყება შემდეგით : <?php და მთავრდება შემდეგით: ?>. PHP ბლოკი შესაძლოა განთავსდეს დოკუმენტის ნებისმიერ ადგილზე. სერვერებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სტენოგრაფიას, ჩვენ შეგვიძ ლია დავიწყოთ სკრიფტინგის ბლოკი შემდეგით : <? და დავამთავროთ შემდეგით:?>. თუმცა, მაქსიმალური კომფორტულობისათვის რეკომენდირებულია დავიწყოთ შემდეგით : <?php. <?php ?> PHP ფაილი შეიცავს HTML ტეგებს, ისევე, როგორც HTML ფაილი და ზოგიერთი PHP სკრიფტინგის კოდი. ქვემოთ მოცემულია PHP სკრიფტის უბრალო მაგალითი, რომელიც ბრაუზერში აბრუნებს "Hello World" : <html> <body> <?php echo "Hello World"; ?> </body> </html> თითოეული კოდის ხაზი PHP-ში უნდა დასრულდეს წერტილ-მძიმით. წერტილ-მძიმე არის სეპარატორი და გამოიყენება ერთი ინსტრუქციის, მეორესგან განსხვავებისათვის. PHP-ში არსებობს ტექსტის დაბეჭდვის ორი ბაზური ცნობა: echo და print. წინა მაგალითში ჩვენ გამოვიყენეთ echo. კომ ე ნ ტ ა რე ბი P H P -ში PHP-ში, ჩვენ ვიყენებთ // -ს, რათა შევქმნათ ერთ ხაზიანი კომენტარი, ხოლო /* და*/ გამოიყენება დიდი კომენტარის ბლოკის გასაკეთებლად. <html> <body> <?php //This is a comment /* This is a comment block */ ?> </body> </html> ცვ ლა დ ე ბი P H P -ში ცვლადები გამოიყენება მნიშვნელობების დაბრუნებისათვის, როგორც ტექსტური სტრინგი, რიცხვები, ან მასივები. როდესაც სკრიპტები დანიშნულია, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას უსასრულოდ. PHP-ში ყველა ცვლადი იწყება შემდეგით : $. PHP-ში ცვლადების აღწერა: $var_name = value; შევქმნათ ცვლადი ტექსტთან ერთად და ცვლადი რიცხვთან ერთად: <?php $txt = "Hello World!"; $number = 16; ?> PHP-ში ცვლადს არ ჭირდება გამოცხადება ზემოთ, მაგალითში, ჩვენ არ გვითქვია PHP-სთვის თუ რა ტიპისაა ცვლადი. PHP ავტომატურად აკონვერტებს ცვლადებს მართებულ მონაცემთა ტიპებში. ცვ ლა დ ე ბი ს ს ა ხე ლე ბი ს წე სე ბი
P HP ს ტრ ი ნ გებ ი ს ტ რი ნ გე ბი P H P -ში სტრინგ ცვლადები გამოიყენებიან, იმ მნიშვნელობებისათვის რომლებიც შეიცავენ ასოებს. სტრინგის შექმნის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მის მართვას . სტრინგი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფუნქციაში, ან დაბრუნდეს ცვლადად. ქვემოთ, PHP სკრიფტი ქმნის სტრინგს "Hello Wor ld" $txt სტრინგ ცვლადში: <?php $txt="Hello World"; echo $txt; ?> სკრიფტის შედეგი იქნება: Hello World ახლა ვცადოთ გამოვიყენოთ განსხვავებული ფუნქციები და ოპერატორები ჩვენი სტრინგის სამართავად. გა ე რთ ი ა ნე ბი ს ოპ ე რა ტ ო რი გაერთიანების ოპერატორი (.) გამოიყენება ორი სტინგ მნიშვნეობის შესაერთებლად. მაგალითი: <?php $txt1="Hello World"; $txt2="1234"; echo $txt1 . " " . $txt2; ?> სკრიფტის შედეგი იქნება: Hello World 1234 თუ დავაკვირდებით სკრიფტს, ჩვენ შევამჩნევთ რომ გაერთიანების ოპერატორი გამოვიყენეთ ოჯერ. ეს იმიტომ რომ ჩვენ ჩავსვით მესამე სტრინგი. მესამე სტრინგი კი არის ბრჭყალებს შორის მოქცეული სივრცე. S TR L EN ( ) ფუ ნ ქცი ი ს გა მ ოყ ე ნ ე ბა strlen() ფუნქცია გამოიყენება სტრინგის სიგრძის შესამოწმებლად. შევამოწმოთ "Hello world! " სტრინგის სიგრძე: <?php echo strlen("Hello world!"); ?> სკრიფტის შედეგი: 12 S TR P OS ( ) ფუ ნ ქცი ი ს გა მ ოყ ე ნ ე ბა strpos() ფუნქცია გამოიყენება სტრინგში, სტრინგის ან ასოს საძებნელად. თუ სტრინგში მოიძებნა დამთხვევა, ეს ფუნქცია დააბრუნებს პირველი დამთხვევის პოზიციას. თუ დამთხვევა არაა ნაპოვნი, მაშინ ის დააბრუნებს : FALSE. მაგალითი: <?php echo strpos("Hello world!", "world"); ?> სკრიფტის შედეგი: 6 როგორც ვხედავთ ჩვენს სტრინგში დამთხვევა "wor ld" არის მეექვსე ადგილზე. მიზეზი იმისა რომ დამთხვევა არის მეექვსე ადგილზე და არა მეშვიდეზე, არის ის რომ ათვლა იწყება 0-დან და არა 1-დან. 157 1-ს მოსწონს
|