პროზა ეს სიყვარულია... 2012, 25 ნოემბერი, 23:31 სიყვარულია, როცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ადამიანში მხოლოდ მას ხედავ.ნაცნობში თუ სრულიად უცხოშიც მისი სახე ირეკლება;სიყვარულია, როცა სამყაროს მისი თვალებით უყურებ, უწყინრად მოღუღუნე მტრედის დანახვა მის თავს განატრებს და ტირილის გუნებაზე გაყენებს. სიყვარულია, როცა გინდა გარე სამყაროს მოსწყდე, მოსცილდე ყველას, დაემალო ადამიანებს, სახე ბალიში ჩარგო და იქვითინო, ისე რომ თავადაც არ იცოდე რაზე. სიყვარული ზოგჯერ იმ მხრიდან გვიბრუნდება, რომელ მხარეზეც ბასრი ეკლები აქვს.მაშინ ის ტკივილს გვაყენებს, რადგან, როცა გიყვარს დაუნანებლად გავცემთ ყველაზე ძვირფასს რაც გაგვაჩნია მიუხედავად ამისა, მაინც გვინდა და გვჯერა სიყვარულის, ხოლო თუ ხშირად დაუძახებ, მოუხმობ შენსკენ, ერთხელ მაინც აუცილებლად გაიგონებს, თავის მზესავით თბილ მკლავებს მოგხვევს და ცისკენ გაგიტაცებს.... 55 8-ს მოსწონს
|