x
image
ტორნადო07
ფილოსოფიური კონცეფციების გაგების საუკეთესო ხერხი
გიძნელდებათ სხვადასხვა ფილოსოფიური კონცეფციის არსის გაგება? ან სულაც არ გაქვთ დრო მათ შესასწავლად? მაშინ ნახეთ ეს სტატია და გაიგებთ ძირითადი ფილოსოფიური კონცეფციების არსს.

ლონდნელმა დიზაინერმა ჯეიმს კარერამ შექმნა რიგი პოსტერებისა, გეომეტრიული ფიგურების საშუალებით, რომლებიც განმარტავს რთულ ფილოსოფიურ კონცეფციებს. პოსტერების განმარტების ნაწილი აღებულია ვიკიპედიიდან, ამიტომ განმარტებები განსხვავდება პოსტერებზე წარმოდგენილი ტექსტებისაგან.


დეტერმინიზმი: სამყაროში მიმდინარე ყველა მოვლენა, მათ შორის კაცობრიობის ცხოვრების მიმართულებები განისაზღვრება ღვთის მიერ (თეოლოგიური დეტერმინიზმი) ან ბუნების ძალების მიერ (კოსმოლოგიური დეტერმინიზმი). დეტერმინიზმი შეხედულებაა სამყაროს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული, დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო მოვლენა ანუ შემთხვევითობა. შემთხვევითობა, მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო მოიხმარება მეცნიერებაში, თორემ თავისთავად სამყაროში არავითარი შემთხვევითობა არ არსეობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს.

image


დეიზმი: დეიზმი აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის, არსებობას, მაგრამ (თეიზმის საწინააღმდეგოდ) უარყოფს პერსონიფიცირებულ ღმერთს, გამოცხადებას და ღვთის განგებას და საერთოდ, ყოველგვარ ღვთისმეტყველურ, დოგმატურ მოძღვრებებს. ღმერთი არ ერევა ადამიანების ცხოვრებაში.image

რელატივიზმი: ვერცერთი მსოფმხედველობა ვერ იქნება აბსულუტურად სწორი. ყველაფერს აქვს სუბიექტური ფასეულობები, რომლებიც განისაზღვრება მსოფლიოს აღქმის ინდივიდუალურობით. პრინციპები და ეთიკა მისაღებია მხოლოდ გარკვეულ კონტექსტში.image

დუალიზმი: არის სწავლება, რომელიც ცნობს სამყაროს მატერიალური, ისევე როგორც იდეალური მხარის არსებობას. ადამიანს აქვს როგორც სხეული ისე სული. მორალური დუალიზმი ემყარება რწმენას იმის შესახებ, რომ სხეული და სული ავსებს ერთმანეთს.image

ჰოლიზმი: არცერთი სისტემის ახსნა არ შეიძლება მისი ცალკეული ნაწილების შესწავლის გზით. პირიქით სისტემა განსაზღვრავს იმას თუ, როგორ იქცევიან მისი გარკვეული ნაწილები.image

რედუქციონიზმი: კომპლექსური სისტემა სხვა არაფერია თუ არა მისი ნაწილების ერთობლიობა, ამიტომ სისტემის არსის გაგება შესაძლებელია მისი ნაწილების შესწავლით.image

რეალიზმი: რეალობა არსებობს დამკვირვებლისგან დამოუკიდებლად. ეთიკაში რეალიზმი ცნობს ობიექტურ მორალურ ღირებულებებს. რეპრეზენტატული რეალიზმი ამტკიცებს, რომ ადამიანს არ შეუძლია რეალობის პირდაპირი აღქმა.image

დოგმა: დოგმა ეს დამტკიცებული რწმენა ან დოქტრინაა, რომელსაც იცავს რელიგია, ან ფართო გაგებით სხვა რომელიმე ორგანიზაცია. დოგმა არ შეიძლება გახდეს განსძის ან ეჭვის საბაბი ადამიანების მხრიდან.image

ჰუმანიზმი: ადამიანებს შეუძლიათ გაატარონ ბედნიერი და სავსე ცხოვრება, ამასთან იყვნენ ეთიკურები ყოველგვარი დოგმებისა და რელიგიის გარეშე. ცხოვრებისეული პოზიცია შენდება კაცობრიობის წინაშეუნიკალური პასუხისმგებლობისა და ადამიანის ეთიკური გადაწყვეტილებების ხარჯზე.image

პოზიტივიზმი: ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნა არის მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ.image

უტილიტარიზმი: ეთიკური თეორია, რომლის მიხედვითაც მოქმედებების სწორი კურსის არჩევა მაქსიმალურს ხდის შესაძლებლობას, რომ ეს მოქმედება საერთო „სიკეთის“ მომტანი იქნება. ეს არის კონსეკვენციალიზმის ფორმა და გულისხმობს, რომ მოქმედების მორალური ღირებულება მისი შედეგით განისაზღვრება. ამ თეორიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ჯერემი ბენთემმა და ჯონ სტიუარტ მილმა.
ბენთემმა უტილიტარიზმი დაახასიათა, როგორც „ყველაზე დიდი ბედნიერება“.image

სკეპტიციზმი: ფილოსოფიური რადიკალური მიმდინარეობა რომელიც მიიჩნევს, რომ შემეცნება შეუძლებელია. image

ეგზისტენციალიზმი: ინდივიდი, ერთადერთია ვისაც აკისრია პასუხისმგებლობა მის მიერ ცხოვრების აღქმაზე, ის არის პასუხისმგებელი თუ როგორ იცხოვრებს, გამოიყენებს თავის ემოციებს, ფიქრებს და მოქმედებებს.image

2
692
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
692
  
2012, 25 ნოემბერი, 22:33
საინტერესოა.
2012, 25 ნოემბერი, 21:43
კაი სტატიაა მომეწონა!!
0 1 2