სხვა ტიტანიკის დაღუპვაში დამნაშავეა მთვარე. 2012, 13 აპრილი, 12:48 ![]() ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 1910 წლის 4 იანვარს მთვარის მდებარეობა დედამიწასთან ისეთი გახლდათ, რომ მისი გრავიტაციული ზემოქმედება ჩვენს პლანეტაზე მრავალჯერ გაიზარდა.მოგეხსენებათ რაოდენ დიდია მთვარის ზემოქმედება ოკეანეების მოქცევაზე.ამ ზემოქმედების გაზრდამ გამოიწვია დიდი რაოდენობის ყინულის ნგრევა გრენლანდიის ნაპირებთან.კომპიუტერულმა მოდელირებამ დაადგინა, რომ ოკეანის დინებებმა, აისბერგების ეს მასა გადაიტანა იმ ტერიტორიაზე სადაც ტიტანიკის მარშრუტი გადიოდა. შეგახსენებთ, რომ ამა წლის აპრილში ზუსტად 100 წელი შესრულდა ტიტანიკის ჩაძირვიდან. 88 2-ს მოსწონს
|