მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, რაც ნაგვის გადამუშავების პრობლემა არსებობს.ბევრი ქვეყანა ცდილობის ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ.ვინაიდან მოსახლეობის სწრაფ მატებასთან ერთად, ნარჩენების რაოდენობაც კატასტროფულად იზრდება...
ცოტა ხნის წინ, შვედეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ასეთ ქვეყნებს დახმარებოდა.საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უკვე დიდი ხანია შვედეთი მოხმარებული ელექტროენერგიის 20%_ს საკუთარი ნაგვის გადამუშავებიდან ღებულობს.მათ მხოლოდ ნარჩენების 4%_ის დამარხვა უწევთ მიწაში, მაშინ როდესაც ამერიკაში ეს მაჩვენებელი 67%_ია.
ამ დროისთვის შვედეთმა დაიწყო ნაგვის ნორვეგიიდან შემოტანა. ამ ნაგვიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გარდა შვედეთი ნორვეგიისგან ნაგვის გატანაში ფულსაც იღებს.ხოლო ტოქსიკურ ნარჩენებს ისევ უკან გზავნის.როგორც შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა ყოველწლიურად ჯერჯერობით მხოლოდ 800.000 ტონა ნაგვის იმპორტი აქვთ განსაზღვრული, თუმცა სამომავლოდ ამ ციფრის რამდენჯერმე გაზრდას აპირებენ. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ნაგვის შემოტანას იტალიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ბალტიისპირეთის კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან, რადგანაც ამ ქვეყნებში ნაგვის განადგურება ვერ ხერხდება და მას ისევ მიწაში მარხავენ"
განაცხადა კატარინა ოსტლუდმა, გარემოს დაცვის კომისიის უფროსმა მრჩეველმა.