ისტორიული სიკვდილით დასჯის მეთოდები შუა საუკუნეებში 2012, 24 ნოემბერი, 15:25 წამების ამ მეთოდებს იყენებდნენ იმისათვის რომ ადამიანებში შიში დაენერგათ.იმ პერიოდში წამების ეს მეთოდები ჩვეულებრივი მოვლენა იყო და შეიძლებოდა ნებისმიერი ადამიანი დაესაჯათ.თუნდაც იმისთვის რომ მან განსხვავებული აზრი გამოხატა.
1.მენაგვის ქალიშვილი:ამ საწამებელი იარაღის მეშვეობით სხეულის შეკუმშვას ახდენდნენ.ზედა ნაწილში თავსა და ხელებს უყრიდნენ, ქვედაში–ფეხებს.მსხვერპლს ეწყებოდა კუნთოვანი და შინაგანი ორგანოების ქსოვილების კრუნჩხვა.შემდეგ სისხლდენები იწყებოდა ცხვირიდან და ყურებიდან. 2.ხის ცხენი: შიშველ მსხვერპლს სვამდნენ სამკუთხა ფორმის ხის გრძელ ნაჭერზე, რომელსაც ზედა მხარეს ბასრი კუთხე ჰქონდა.შემდეგ მას აბამდნენ სიმძიმეებს.აგონიის დადგომის მომენტი დამოკიდებული იყო იმაზე, ჯალათი რამდენად მძიმე ნაჭრებს შეაბამდა.ზოგ შემთხვევაში წონის გადაწარბების გამო ბრალდებულის სხეული შუაზე იპობოდა. 3. მგუდავი მსხალი: მას ძალის გამოყენებით ათავსებდნენ პირში, უკანალში ან საშოში.შემდეგ ნელ–ნელა გახსნა იწყებოდა.ჰომოსექსუალებს ანუსში უკეთებდნენ, ღვთისმგმობელებსა და მატყუარებს პირში, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს საშოში.მგუდავი მსხალი იწვევდა საშინელ დასახიჩრებებს და უმეტესად სიკვდილით მთავრდებოდა. 4.ტყვიის მშხეფავი: წამბის დაწყებამდე სფერო ივსებოდა გამდნარი მეტალით, ადუღებული ზეთით, მდუღარე წყლით ან გუდრონით.სფეროს მეორე ნაწილს ნახვრეტები ჰქონდა, ამიტომ დამბული მსხვერპლის სხეულის ზემოდან გადატარებისას სითხე იღვრებოდა და ცხელი მასა ადამიანს ესხმებოდა.5.გაროტე:მსხვერპლს სვამდნენ და თოკებით აბამდნენ, ყელს კი ყულუფში აყოფინებდნენ.ამის შემდეგ ჯალათი იწყებდა ხრახნის ტრიალს, რაც იწვევდა ნელ–ნელა გაგუდვას და საბოლოოდ სიკვდილს. 6.ნაწლავების ჯალამბარი: ყველაზე სასტიკი სიკვდილით დასჯის მეთოდი, მსხვერპლს თოკებით აბამდნენ მაგიდაზე ან ფიცარზე, შემდეგ დანით მუცელში იმხელა ჭრილობას უკეთებდნენ, რომ მუშტი ჩატეულიყო. ჯალათი ხელს უყოფდა მუცლის ღრუში, ამოჰქონდა ნაწლავები და ჯალამბარზე ახვევდა. ამის შემდეგ ჯალამბარს ნელ-ნელა ატრიალებდნენ და ნაწლავებიც სანტიმეტრობით შორდებოდნენ სხეულს, 3-დან 6 მეტრამდე სიგრძის ნაწლავები ეხვეოდა ჯალამბარს. რაც მთავარია, მსხვერპლი ამას საკუთარი თვალებით ხედავდა. 7.ჯვარცმა:საკმაოდ ძველი, ნელი და მტკივნეული მეთოდი სიკვდილით დასჯისა. დამნაშავეს აბამდნენ ან ლურსმნებით აჭედებდნენ დიდ ხის ჯვარზე და ასე ტოვებდნენ, სანამ არ მოკვდებოდა 1071 7-ს მოსწონს
|