x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქეთა თოფურია და თიკა კანდელაკი თხოვდება
imageქეთა, რომ მუდამ სკანდალებში ეხვევა ეს კარგად იცის ყველამ, მაგრამ ქეთა უკვე მისთვის სასიამოვნო სკანდალს ვერ დავარქმევთ ამბავში გაეხვა. ქეთა თოფურიას განცხადებით
მისი რჩეული 37 წლის ლევ გეიხმანია და მასთან ერთად ცხოვობს და მისთვის შვილის გაჩენასაც აპირებს.
"ქორწილი არ მექნება - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში - ქორწილის გადახდა არ მსურს . მაგრამ თუ გადავიხდი გავაკეთებ პატარა სუფრას ახლო მეგობრებისთვის. ან რა საჭიროა გათხოვება? სხვა კუთხით თუ შევხედავთ ჩემი და ლიოვას ურთიერთობას, ფაქტობრივად, გათხოვილი ვარ. ჩვენ სხვადასხვა რელიგია გვაქვს, ამიტომაც ჯვარს ვერ დავიწერთ" - დასძინა ქეთამ.
"დედნაცვალობას არ ვაპირებ მე ძალიან მიყვარს სონია და მისი მეგობარი ვიქნები.. სონიას რომ ვუყურებ, მახსენდება, რომ მე მის მსგავსად ვაზროვნებდი, როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი. მისთვის ალბათ უფრო "პადრუჟკა" ვიქნები, ვიდრე დედინაცვალი." - ამბობს ქეთა.

თიკა კანდელაკი, ცნობილი ტელეწამყვანი, ახერხებს მუდამ ფორმაში იყოს. ის თავის facebook-ის გვერდზე
ძალიან საინტერესო სურათებს აქვეყნებს.
სოციალურ ქსელში თინა კანდელაკის მიერ ატვირთულმა ერთ-ერთმა ფოტომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ტელეწამყვანმა პირად გვერდზე ლამაზი ზურმუხტისთვლიანი და ბრილიანტებით მოოჭვილი საქორწინო ბეჭდის ფოტო ატვირთა.

აქ თითქოს საინტერესოს ვერაფერს ხედავთ, მაგრამ თიკამ ამ სურათს საინტერესო სახელიც დაარქვა "დავთანხმდე?" თაყვანისმცემლებმა და თინას ვირტუალურმა მეგობრებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ტელეწამყვანი ცოლობის შეთავაზებას განიხილავდა. აურზაურის ამტეხი ფოტოს კომენტარებში არ ჩართულა - ინტრიგა ჩამოაგდო და თავად კი გაჩუმდა.

როგორც გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ თინა კანდელაკმა Facebook-ზე განიხილა, როგორ ცოლს შეირთავდა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხაილ პროხოროვი. და აქვე ისმის კითხვა, ნუთუ, ტელეწამყვანი თავისივე რჩევას ითვალისწინებს?

თიკა კანდელაკი არც მალავს, და ღიად ამბობს, რომ უარს არ იტყოდა ხელმეორედ გათხოვებაზე! მეტიც, თინას იმდენად უნდა ოჯახის შექმნა, რომ შემოდგომაზე თურქეთშიც კი გაემგზავრა და მოინახულა "ბედნიერების კარიბჭე", რომელსაც, გადმოცემის თანახმად, პირად ცხოვრებაში წარმატება და ბედნიერება მოაქვს.

მაგრამ არის პრობლემაც, რადგან ტელევარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "რომანტიკული ურთიერთობების დრო დამთავრდა". როგორც ჩანს, კანდელაკს ოჯახის ცივი გონებით შექმნა აქვს გადაწყვეტილი.

0
1136
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
1136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0