x
image
TheonaK
ახალგაზრდა ჩეხი პიანისტი- ივო კაჰანეკი
ივო კაჰანეკი





























ახალგაზრდა ჩეხმა პიანისტმა - ივო კაჰანეკმა (1979) თავის თაობაში სწრაფად მოიპოვა ერთ-ერთი საინტერესო, ყურადსაღები მუსიკოსის სახელი. ცნობილია ფართოდ გამოხატული გამით და განსაკუთრებული ვირტუოზული უნარით, რომელსაც იყენებს თავის რეპერტუარში, ბაროკოდან მოყოლებული თანამედროვე მუსიკამდე.

2004 წელს გახდა აბსოლუტური გამარჯვებული საერთაშორისო კონკურსისა "პრაღის გაზაფხული", მანამდე ბევრ ცნობილ კონკურსში მოიპოვა შეფასება ჩვენთან და საზღვარგარეთ. ბონში ბეთჰოვენფესტის ფესტივალისა და პრაღის გაზაფხულის ფესტივალზე წარმატებული დებიუტების შემდეგ მოიპოვა მოწვევა BBC-ის სიმფონიური ორკესტრისკენ BBC Proms ლონდონის Royal Albert Hall-ში ფესტივალზე გამოსასვლელად, სადაც 2007 წლის აგვისტოში ირჟი ბელოჰლავკას დირიჟორობით ჩაატარა საფორტეპიანო კონცერტი ნომ. 4, ბოჰუსლავ მარტინის "Inkantace". კონცერტს პირდაპირ ეთერში გადასცემდა BBC-ის ტელევიზია, BBC-ის რადიო და რადიოსადგური ვლტავა. ეს ივო კაჰანეკი მუდმივად თანამშრომლობს ჩეხეთის ფილარმონიასთან, BBC Scotish Symphony ორკესტრთან, დედაქალაქ პრაღის სიმფონიურ ორკესტრთან და ა.შ.

ივო კაჰანეკმა ხელი მოაწერა სამწლიან ხელშეკრულებას Symphony Music-ის გამომცემლობასთან და 2007/2008 წლებში მთლიანად გამოსცა 4 CD, ლეოშ იანაჩეკის, ბოჰუსლავ მარტინის. გიდეონ კლეინის და მილოსლავ კაბელაჩის ნაწარმოებებიდან. მისმა ვოლო სოლო ალბომმა მოიპოვა უმაღლესი შეფასება საზღვარგარეთის საუკეთესო ჟურნალებში.


ივო კაგანეკი არის ოსტრავაში იანაჩეკის კონსერვატორიის მაგისტრი მარტა ტოადეროვას კლასის და პრაღის მუსიკალური ხელოვნების აკადემიის პროფესორ ივან კლანსკის კურსდამთავრებული.

დავამატებ იმას, რომ მას თბილისის კონსერვატორიაში ჰქონდა სოლო კონცერტი 2012 წლის 13 ნოემბერს და მე მისით აღფრთოვანებული დავრჩი. მან შეასრულა :


Domenico Scarlatti: Sonata in E major K. 380

Sonata in D minor K.9

Sonata in D major K.96


Frederic Chopin: Sonata in B minor Op. 58

1. Allegro Maestoso

2. Scherzo. Molto Vivace

3.Largo

4. Finale. Presto non tanto


Bedrich Smetana: Three Poetic Polkas

1.Polka in A flat Major

2.Polka in G Minor

3.Polka in E flat Major


Leos Janacek: Sonata 1.X. 1905 "From The Street"

1. The Presentiment

2.The Death


Bohuslav Martinu: Three Czech Dances

1.Okrocak

2.Dupak

3.Polka

2
31
9-ს მოსწონს
ავტორი:TheonaK
TheonaK
31
  
2012, 9 დეკემბერი, 23:29
კეეე :D კაია მაგრამ შენი ტყუილის არ მჯერა :* :P
2012, 8 დეკემბერი, 16:41
ვგიჟდები ამ პიანისტზე :D
0 1 2