x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139110
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512627
ქორწინების პირველი ღამე

image

ცხოვრება იცვლება, შეხედულებები და ტრადიციებიც იცვლებიან. მაგრამ უდავოა, რომ ქორწინების პირველი ღამე ისევ ისე აღელვებს ყველას გამოცდილსა თუ გამოუცდელს, როგორც წინათ.


ჩვენს თანამედროვეობაში შეიძლება სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ წყვილი, რომელსაც ქორწინებამდე სექსუალური გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა გამოცდილ ადამიანებსაც კი არ აწყენთ ის რჩევები, რომლებიც თქვენს დასახმარებლად სპეციალისტების გამოკითხვით შევაგროვეთ.


1. გამოუცდელი წყვილი

პირველ რიგში განვიხილოთ ისეთი სიტუაცია, როცა ორივე პარტნიორი გამოუცდელია (როგორც უკვე ვთქვით, ჩვენს თანამედროვეობაში ეს ძალიან დიდი იშვიათობაა, მაგრამ მაინც... ყველაფერი ხდება). ეს ღამე მათთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილებების ღამეა.

მამაკაცი, (მართალია, ჯერჯერობით, ის მამაკაცი არ არის) იძულებული იქნება დაიჭიროს პარტნიორის განწყობა. გოგონას შეიძლება ძალიანაც უნდოდეს მისი ალერსი იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეიძლება თქვას: “არ ღირსო“. ამიტომ ყმაწვილი იმ წუთში არ უნდა წამოხტეს საწოლიდან და ჩაიცვას ტანსაცმელი. უნდა იცოდეს, რომ უბრალოდ, გოგონას ეშინია, ისევე როგორც მას. ამ დროს არ ღირს თავის მოჩვენება. სჯობს, თქვენს გრძნობებს მთლიანად დაუმორჩილოთ თქვენი გონება, მოდუნდეთ და მიიღოთ სიამოვნება. არ არის საჭირო მოქმედებების დაჩქარება იმის გამო, რომ რაღაცას ვერ მოასწრებთ. ყმაწვილს არ უნდა ეშინოდეს და უკვირდეს. მოცემულ მომენტში გოგონას ყველაზე მეტად უნდა, რომ მის გვერდით იყოს ძლიერი და თავდაჯერებული მამაკაცი, რომელსაც შეიძლება მიანდო ყველაზე ძვირფასი, რაც გაქვს - შენი თავი. გოგონამაც უნდა მოუსმინოს თავისი სხეულის ხმას.

პირველ ღამეს ქალიშვილი შეიძლება დარჩეს ისევ ქალიშვილად: ან ძალიან ელასტიური ან ძალიან მაგარი საქალწულე აპკის გამო. რომლის გარღვევაც გამოუცდელმა ყმაწვილმა შეიძლება ერთ ღამეში ვერ შეძლოს. 4-5 დღის შემდეგ შეიძლება დაასრულოს პროცესი. (ყოფილა შემთხვევები, როცა ქალს მშობიარობამდე ჰქონია “ქალწულობა“ შენარჩუნებული და მხოლოდ მშობიარობის დროს, ქირურგის დახმარებით მომხდარა დეფლორაცია).


2. გამოცდილი მამაკაცი და გამოუცდელი ქალი

სექსოლოგები ამტკიცებენ რომ პირველი სექსუალური აქტი ყველაზე მნიშვნელოვანია ქალური მგრძნობელობის გაჩენისათვის. აქედან გამომდინარე, პირველი სექსუალური აქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში. საკმარისია მამაკაცის მხრიდან სულ მცირედი უტაქტობა, რომ ქალს გაუჩნდეს უარყოფითი რეფლექსი და განუვითარდეს ფრიგიდულობა. ცნობილია, რომ 20% შემთხვევაში ფრიგიდულობა წარმოიშობა ქმრისადმი უპატივცემულობის, 30% შემთხვევაში დაფეხმძიმების შიშის, 50% შემთხვევაში პირველი სექსუალური აქტის დროს მამაკაცის უხეშობის გამო. პირველი აქტი ისედაც არასასიამოვნოა ქალისათვის. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ქალწულობის დაკარგვის დროს ქალი ტკივილს განიცდის, რომელიც უხშობს მას ყველა სხვა შეგრძნებას. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცის გამოცდილებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალებში პირველი სექსუალური აქტის დროს ორგაზმი არასოდეს დაფიქსირებულა. მეორე და მესამე აქტის დროს უკვე შესაძლებელია ნეტარი შეგრძნებების გაჩენა, თუ მისი ფსიქიკა არ არის ტრამვირებული მამაკაცის უტაქტობით. მამაკაცს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მისი მოქმედებით ქალი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ტრამვირებული დარჩეს, გაჰყვეს ზიზღი და სიცივე სექსუალური აქტის მიმართ. როგორი სითბო და სინაზეც არ უნდა აგრძნობინოს ამის შემდეგ მას მამაკაცმა, გამოსწორება ძალიან ძნელი (თითქმის შეუძლებელი) იქნება.

გამოცდილმა პარტნიორმა თავისი შეყვარებული ორგაზმამდე უნდა მიიყვანოს ალერსით, რომ ასწავლოს, მომავალში რისკენ ისწრაფოდეს. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, ჩვეულებრივად დაეუფლოს მას, რადგანაც ამ შემთხვევაში გოგონა პროცესს თვითონაც სიხარულით შეეგებება.


3. გამოცდილი წყვილი

პირველი საქორწინო ღამე დადგა ადამიანებისათვის, რომელთაც უკვე აქვთ სექსუალური გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მომენტის საზეიმო მნიშვნელობა არ ქრება. ამ დროს უნდა გახსოვდეს შემდეგი წესები: პარტნიორებს უნდა უნდოდეთ ერთმანეთი, ახსოვდეთ ჩასახვის საწინააღმდებგო საშუალებები და გააჩნდეთ სულ მცირე, საწოლის მსგავსი რამ. მართალია სამზარეულოს მაგიდა საკმაოდ კარგი რამეა სპონტანური სექსის დროს, მაგრამ პირველი ღამისათვის მაინც სჯობს ყველაფერი მიდიოდეს ეტაპობრივად და მშვიდად.

ქალი ყოველთვის ელოდება არაჩვეულებრივ ალერსს. თუ ამის მაგივრად დაინახავს დაუმორჩილებელ ცინიკურ მამრს, თუნდაც ძალიან სასიამოვნო გარეგნობისას, შეიძლება მისმა ფაქიზმა ფსიქიკამ ეს ვერ აიტანოს. ამ შემთხვევაში წყვილი სექსუალურ ჰარმონიას ვერასოდეს მიაღწევს.

თუ ცხოვრების დანარჩენ სფეროებში დიდი ხანია გაბატონებულია თანასწორობა, სექსუალურ ცხოვრებაში ჯერ-ჯერობით პატრიარქატია, ამიტომ მოთხოვნები ქალებისადმი გაცილმებით ნაკლებია, ვიდრე კაცებისადმი. ქალებს, ევას შთამომავლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტაქტი და დელიკატურობა ყოველთვის ალამაზებს ქალს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ პირველი სექსუალური აქტი უნდა მოხდეს აუცილებლად ორივე პარტნიორის სურვილით და სრულიად განმარტოებულად.

არ არის საჭირო ალკოჰოლის მიღება დაძაბულობის მოსახსნელად. თუ არ გეგმავთ შვილის გაჩენას, აუცილებლად უნდა მიმართოთ კონტრაცეპციას და გახსოვდეთ: მაშინაც კი, თუ ეს ღამე ახალგაზრდა წყვილისათვის სულაც არ არის პირველი, უნდა ეცადოთ, რომ განსაკუთრებული იყოს. ამ ღამეზეა დამოკიდებული თქვენი შემდგომი ინტიმური ცხოვრება. თუ გსურთ, რომ თქვენს ურთიერთობებში მეფობდეს ჰარმონია და ბედნიერება, მოუწყვეთ ერთმანეთს დღესასწაული, რადგან სწორედ ამ ღამით იწყება თქვენი თანაცხოვრება.
5
4541
7-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
4541
  
2015, 26 დეკემბერი, 23:25
ეს ისედაც ვიცი
2012, 14 აგვისტო, 0:25
კომენტარებში დაკოპირება ალბათ შეიძლება .... : ))
2012, 13 აგვისტო, 13:43
ზედაპირულად არის დალაგებული, ქალიშვილთან როგორ უნდა მოიქცეს კაცმა ეგ დაკონკრეტებული არა, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია ის არ დევს ამ თემაში. ინტერნეტში მოიძიება მაგაზე ინფორმაცია მაგრამ დაკოპირება აკრძალულია.
2012, 19 ივლისი, 2:14
მაგარია
2012, 13 აპრილი, 11:58
ვაა.. კაი რაგაცაა აიი ვისწავლე რაგაც რაგცებიი :D
0 1 5