საზოგადოება "ნ ა კ ვ ა ლ ე ვ ი" 2012, 22 ნოემბერი, 10:22 ზღვის პირას სველ სილაზე მიუყვება ხან ერთის და ხან ორის ნაკვალევი. -ეს ვისი ნაკვალევია?უფალო.-იგი შენს მიერ გავლილი გზაა შვილო ჩემო.-კი მაგრამ ეს მეორე ნაკვალევი ვისია?-ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი.-და მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ სილას მარტოდმარტო მიუყვება ჩემი ნაკვალევი.-შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო, მარტო მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წლებში მე ხომ ხელში აყვანილი დამყავდი. 61 5-ს მოსწონს
|