x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138971
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მარტოხელა ხარ - როცა ... (დაწერეთ თქვენი ვარიანტიც)

image



მეგობრებთან საუბრისას დაისვა ასეთი კითხვა.- რას ნიშნავს მარტოხელა მამაკაციო. ძალიან ბევრი ვიყაყანეთ. ბევრი ვიცინეთ და აი, ეს შედეგი მივიღე.


მარტოხელა ხარ როცა :

როცა არ გჭირდება თავის მტვრევა იმის თაობაზე თუ ვინ ჩატოვა გაურეცხავი ჩაის ჭიქა.

როცა მხოლოდ საკუთარი თავისადმი პატივისცემის მიზნით ხურავ საპირფარეშოში შესვლისას კარებს.

როცა ტახტს უფრო მეტჯერ იყენებ რეალურ ცხოვრებაში ვიდრე სასადილო მაგიდას.

როცა კამათისას ყოველთვის შენ რჩები მართალიც და ნაწყენიც.

როცა საოჯახო ტრუსები ყველაზე კარგი ხალათია

როცა შენის ტელევიზორს არ უნახავს შერიგდნენ თუ არა ტრისტანი და ჯულიანა.

როცა აზრზე არ ხარ ვინ ყავს სელინ დიონს( გოგო თუ ბიჭი), მაგრამ კარგად იცი რა აქვს მონიკა ბელუჩის.

როცა პირწიგნაკში სხვა გოგონების ფოტოებზე თამამდ წერ “შენ რა სექსი ხაააარ?”

როცა მაცივარში შედებულ კვერცხს 2 წლის იუბილე უსრულდება, ხოლო ლუდს დილაც არ უთენდება.

როცა წვერის გაპარსვას კოცნაზე უფრო მნიშვნელოვანი მოტივი სჭირდება.

როცა გახეული წინდა უფრო ადვილია შეცვალო მეორე წყვილის მთელი წინდით, ვიდრე გამოკერო.

როცა პერანგის საყელოზე პომადა ბიჭებთან სატრაბახო თემა უფროა ვიდრე თაიგულის ყიდვის.

როცა აფთიაქში შესულმა არც კი იცი რა არის ქოქოსის რძე, მაკიაჟის გასაწმედნი ვარდისფერი ბამბები და თხევადი საპონი ინტიმური ზონებისთვის.

როცა თვეში + ის სამი დღეც მთლიანად შენია

როცა თავი მხოლოდ ნაბახუსევს გტკივა და არა შპალერის ან ბალიშის პირის არჩევისას.

როცა შარვალსაც და მაისურსაც იქ პოულობ სადაც გაიხადე. მერე რა რომ ერთი სავარძელზეა და მეორე ლოგინზე.

როცა ვალენტინობას ცეზარის ან ტერამისუს სუნის ნაცვლად თევზის და ლუდის არომატი აგსდის.

როცა აზრადაც არ მოგდის ნაზიკოს მეზობლის საყვარლის მაღაზიაში რომ ბექას ყოფილი ცოლი მუშაობს.

როცა მიმართვა “სიხარულო” მხოლოდ მხოლობით რიცხვშია ნაწარმოები. მაგრამ გულისხმობს მრავლობითს.

როცა ტელეფონში ძუძუმთა ლელას მისი სახელით გყავს ჩაწერილი და არა თანამშრომელ ლევანით.
....
და ასე შემდეგ. გაგრძელება სავსებით შესაძლებელია. მაგრამ ჯერჯერობით ეს ვიკმაროთ. თუ არა!?

მთვარის კლუბი

0
166
5-ს მოსწონს
ავტორი:da-vid
da-vid
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0