
გლდანის მერვე საპყრობილეში ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა.
ოქრუაშვილი მხოლოდ, იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუ დაინახავს, რომ ქვეყანაში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
„ბატონი ირაკლის პოზიცია გახლავთ შემდეგში, თუ ბატონი ირაკლი დაინახავს, რომ საქართველოში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და დაწყებულია ან აპირებენ განხორციელებას რეალურად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ოქრუაშვილი თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხელი შეუწყოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები“ - განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა.