კონფლიქტები ღაზა ალყაშია! პალესტინელები დასავლეთის ლიდერებს სამართლიანობისკენ მოუწოდებენ 2012, 21 ნოემბერი, 17:53 "ღაზა ალყაშია!" ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ ამ წუთებში პალესტინელები სოციალურ ქსელებში. ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 6 დღეში 150 ზე მეტი დაღუპული და 1200 დაშავებული პალესტინელია. პალესტინელებს არ სჯერად სამშვიდობო მოლაპარაკებების, მათი აზრით ეს არის მცდელობა ისრაელს მისცენ დრო უფრო გაძლიერდეს, რათა უფრო დიდი იერიში მიიტანონ ღაზაზე. ამის მაგალითად აქვეყნებენ არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას და კონვენციას, რომელიც მიღწეულ იქნა ისრაელს და პალესტინას შორის და რომელიც არცერთი, არასდროს არ შესრულდა. პალესტინელები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ მოახდინონ ისრაელზე ეკონომიკური ბლოკადა და ამით აიძულონ უზრუნველყოს გაეროს შესაბამისი რეზოლუციების შესრულება. 827 3-ს მოსწონს 1-ს არა
|