ნუკი კოშკელიშვილი სამი წლის წინ გამოჩნდა ტელეეკრანზე. ის საზოგადოებამ გაიცნო, როგორც ქერა ლამაზმანი, რომელიც სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა. მერე იყო სერიალი "კლინიკა", შემდეგ ერთიმეორეს მიჰყვა ტელეპროექტები მისი წამყვანობით თუ მონაწილეობით. ახლა კი ერთ გადაცემას საერთოდაც მისი სახელი ჰქვია – "ნუკის დილა", რომელიც კვირაში 5 დღე გადის "იმედის" ეთერში. მოკლედ, მთელი მისი ენერგია კარიერისკენაა მიმართული, რომელშიც დიდი მრავალფეროვნებაა. პირად ცხოვრებაში კი ცვლილებები არ არის. ნუკი და მისი რჩეული ოთო მარგოშვილი დაქორწინებას არ აპირებენ.