x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მოდური ვარცხნილობა დიზაინერთა ჩვენებაზე-შემოდგომა-ზამთარი 2012/13
ლამაზი და მოვლილი თმა და კარგი ვარცხნილობა გახლავთ გონივრულად შერჩეული იერსახის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.

როგორც მოდურ ტანსაცმელს, ასევე ვარცხნილობასაც თავისი ტენდენციები გააჩნია წლების და სეზონის, ასევე თქვენი თმის ტიპის, სახის ფორმის და ტემპერამენტის მიხედვითაც კი.

შერჩეული ვარცხნილობები ცნობილი დიზაინერების მიმდინარე სეზონის კოლექციების ჩვენებაზე იქნა წარმოდგენილი. მათი გაკეთება სახლის პირობებშიც საკმაოდ მარტივად შეიძლება
image


რომანტიკული ტალღები


თუ მოგწონთ Gucci-ს შემოდგომა-ზამთარი 2012/13 კოლექციის ჩვენებაზე გამოყენებული რომანტიკული ვარცხნილობა, მას ადვილად გაიმეორებთ სახლშიც, რა თქმა უნდა თმების სიგრძე მხრებამდე მაინც უნდა იყოს. პირველ რიგში, დაიხვიეთ თმა მსუბუქ კულულებად, შემდეგ აიღეთ ორივე მხრიდან მცირე რიგი, დაახვიეთ, შეკარით თავის უკანა მხარეს, შეგიძლიათ რაიმე თმის სამაგრიც დაიმაგროთ. აღნიშნული ვარცხნილობა გამოდგება როგორც სამსახურში, ასევე წვეულებაზე წასასვლელადაც.

image

image


გრძელი და დასწორებული თმა

ეჭვგარეშეა, რომ გრძელი, მოვლილი თმა ძალიან ლამაზია.

Prada-ს ჩვენებაზე წარმოდგენილი ვარცხნილობა სწორედ ლამაზად დალაგებული, სწორი, გრძელი თმაა. შემოდგომა-ზამთარი 2012/13 წლის კოლექციის ჩვენება დიდებული სანახავი იყო, მოდელების ექსტრა-გრძელი თმები ხელოვნური დაგრძელების მეშვეობით მიიღეს. თმების შეღებვა კი თქვენთვის მისაღებ ფერში შეგიძლიათ და მუსის, გელის მეშვეობით მას აბრეშუმისებურ იერსაც მისცემთ.

image


გრძელი, ჰაეროვანი თმა

გაშლილი და ჰაეროვანი თმები მეტად ეფექტურად გამოიყურება, ამგვარი შედეგის მიღწევა საკმაოდ ადვილია. თმის ფენით გაშრობისას გამოყავით თმის რამდენიმე რიგი სახესთან ახლოს და დააფიქსირეთ ლაქით, შემდეგ აიჩეჩეთ თავზე ზევით, ვარცხნილობა მზად არის.

image

Balmain


შინიონები

გლუვი ეფექტის მქონე თმები გადაწეულია უკან და მოგროვებულია კონის სახით, რომელიც ქაოტური, შემოქმედებითი ფორმისაა. ვარცხნილობის დაფიქსირებისთვის დაგჭირდებათ გელი და თმის სამაგრები.

image

Kenzo


ვარცხნილობა 60-იანი წლების სტილში

მაღლა აჩეჩილი და კეფაზე კუდის სახით შეკრული თმები გახლავთ 60-იანი წლების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი. მსგავსი ვარცხნილობა Derek Lam-ის ჩვენებაზე იქნა წარმოდგენილი. ვარცხნილობა მეტად უნივერსალურია, ის გამოდგება როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებისთვისაც.

image

1
314
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
314
  
2012, 26 ნოემბერი, 16:38
რა გაწეწილები არიან:)))))
0 1 1