x
image
IsSxva
15 წელი სახის გარეშე და უნიკალური ოპერაციის გასაოცარი შედეგი

image37 წლის მამაკაცს ქირურგებმა სახის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, გარეგნობა მთლიანად აღუდგინეს.ნორისს 1997 წელს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, სახე დაუზიანდა.სპეციალისტების განცხადებით, ეს ერთერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა, რომელიც ამ დარგში აქამდე ჩატარებულა.

დონორის ვინაობა უცნობია.მისი ორგანოები, ნორისის გარდა, კიდევ 5 სხვა ადამიანისთვის გამოიყენეს.შერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმების ინფორმაციით, ოპერაცია 36 საათს გაგრძელდა.ნორისი ახლა თავს კარგად გრძნობს.ტრანსპლანტაციიდან 6 დღის შემდეგ, მან გამოჯანმრთელება იმაზე სწრაფად დაიწყო, ვიდრე ექიმები მოელოდნენ.ნორისს უკვე წვერის გაპარსვა და კბილების გახეხვაც შეუძლია.ასევე დაუბრუნდა ყნოსვის შეგრძნება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა.

ექიმ ედუარდო რადრიგესის თქმით, ნორისსი 15 წლის განმავლობაში ნიღაბს ატარებდა და გარეთ მხოლოდ ღამის საათებში გადიოდა.ტრანსპლანტაციის შემდეგ, მან ცხოვრება სრულყოფილი ადამიანივით დაიწყო.

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:IsSxva
IsSxva
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0