სხვა ტრაგიკული ამბავი-გოგონა სახის გარეშე 2012, 20 ნოემბერი, 23:28 ქრისის სთილზი 27 წლის გოგონა, ორეგონის შტატიდან, რომელსაც სულ ახლახანს ჩაუტარდა სახის გასაოცარი ტრანსპლატაცია, მართალია გოგონას თავდაპირველი სილამაზე ვერ დაუბრუნა ამ პროტეზმა, მაგრამ თუ სურათებს დავაკვირდებით ესეც დიდი მიღწევაა.
1999 წელს გოგონა წვეულებაზე შემთხვევით გავარდნილი ტყვიის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელმაც მას სახის ნახევარზე მეტი “წააცალა''. მართალია, გოგონა ცოცხალი გადარჩა, მაგრამ მან ორივე თვალი, ცხვირი და სანახევროდ სმენაც დააკარგვინა და 6 კვირა კომაში იყო.ექიმები სასწაულად მიიჩნევენ მის ცოცხლად გადარჩენას. ამ უბედური შემთხვევის შემდეგ გოგონა ნიღაბს ატარებდა, მაგრამ ექიმების დახმარებით მას ჩაუტარდა სახის ტრანსპლატაცია.ქირურგებმა გამოიყენეს გოგონას მარჯვენა ფეხის ძვალი და ასევე დონორი კანი, რათა ეს უჩვეულო პროტეზი შეექმნათ. ცოტა, რომ შევარბილოთ ეს ისტორია, აქვე გეტყვით, რომ ქრისი რამოდენიმე წლის წინ გათხოვდა და 1 წლის ბავშვიც ყავს.ასე რომ, გათხოვება არასდროსაა პრობლემა. 1685 9-ს მოსწონს
|