მუსიკა იოჰან სებასტიან ბახი 2012, 20 ნოემბერი, 18:38 ![]() იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა 1685 წელს გერმანიის პატარა ქალაქ აიზენახში, მევიოლინე ამბროზიუს ოჯახში. იგი მერვე შვილი იყო, ვიოლინოზე დაკვრას მამა ასწავლიდა. პატარა იოჰანს შესანიშნავი ხმა ჰქონდა და მღეროდა სკოლის გუნდში. ცხრა წლის ბახი დაობლდა და ქალაქ ორდრუფში, უფროსი ძმის იოჰან კრისტოფის ოჯახში მოუწია ცხოვრება. იოჰან კრისტოფი ეკლესიაში ორგანისტად მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ბახი სწავლობს კლავირზე და ორგანზე დაკვრას, დადის გიმნაზიაში. ბახის განსაკუთრებული ინტერესი მუსიკისდამი უფროსი ძმის გაღიზიანებას იწვევდა. ერთხელ ბახმა ძმის კარადაში იპოვა რვეული, გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებით. ეს ნაწარმოებები კრისტოფის აზრით, მეტად რთული იყო პატარა იოჰანისთვის და ამიტომ აუკრძალა მათი ხელის ხლებაც კი. მაშინ ბახმა ღამღამობით, მთვარის შუქზე, მალულად დაიწყო რვეულის გადაწერა. ასე გრძელდებოდა თითქმის ნახევარი წელი, რის გამოც მას მხედველობა დაუზიანდა. მას გადაწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ნაწარმოები, როდესაც ერთხელ ძმამ მიუსწრო და ჩამოართვა ნაშრომი. შემდგომშიც, მთელი ცხოვრების მანძილზე ბახი არ ეგუებოდა და არ ემორჩილებოდა არანაირ აკრძალვას. იგი უდიდესი ინტერესით ეცნობოდა და სწავლობდა თავისი წინამორბედი და თანამედროვე ოსტატების ნაწარმოებებს- პალესტრინას, ფრესკობალდის, კუპერენის, კორელის, ვივალდის, ჰენდელის და ტელემანის მუსიკას. იმედია მოგეწონათ! გაგრძელებასაც დავწერ. 2936 13-ს მოსწონს
|