x
image
WhiteBlack
ქირავდება ქვეყანა

image
ლიხტენშტეინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტურისტებით უზრუნველყოფილი ქვეყნის დღიური გაქირავება.მათი თქმით ამ მომსახურებით დაინტერესდებიან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც სურთ საყვარელ ქალბატონზე შთაბეჭდილების მოხდენა, ან ბიზნეს შეხვედრების გამართვა...ცნობისთვის 1 დღით ქვეყნის ქირაობა 70.000$ დაგიჯდებათ.
ლიხტენშტეინი არის ევროპის ყველაზე პატარა ქვეყანა მისი ფართობი სულ რაღაც 160 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 35.000 .
ის ვინც ქვეყანას იქირავებს, შეძლებს ალპების ულამაზესი ხედებით დატკბობას და ლიხტენშტეინის შესანიშნავი ციხეების მონახულებას. გასულ წელს ცნობილ რეპერ Snoop Dogg_ს სურდა ქირაობა, თუმცა მაშინ ხელისუფლება ამ შემოთავაზებას არ დათანხმდა და თანხის რაოდენობაც გასაიდუმლოებული დარჩა...
ამას გარდა, მქირავებელს შეეძლება 150 სტუმრის კომფორტულ სასტუმროში განთავსება, საკუთარი ფულადი ერთეულის და საგზაო ნიშნების შემოტანა, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლები ისევ ჩვეულ ადგილებზე რჩებიან.ასევე ღირებულებაში შედის სხვადასხვა ტურები ქვეყნის ტერიტორიაზე და სამეფო მარნიდან ღვინის დაგემოვნება.
ქვეყნის ქირაობის შესახებ საჭიროა განაცხადის 6 თვით ადრე შეტანა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, მაგრამ თუ შემდგომში გადაიფიქრებთ მაშინ მოგიწევთ ჯარიმის სახით ღირებულების 50% გადახდა.

0
259
2-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0