x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ფაქტები დიდ ქართველებზე
გალაქტიონ ტაბიძე

1.გალაკტიონ ტაბიძე ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ხშირად ბავშვებთან თამაშით ერთობოდა. იგი ამ დროს მოწინააღმდეგეს ფიგურას მოპარავდა და ისე აგრძელებდა თამაშს... თუ ბავშვი მოპარულ ფიგურას შეამჩნევდა, გალაკტიონს უხაროდა, ხელს გადაუსვამდა და შეაქებდა ხოლმე.

2.გალაკტიონმა თავისი ერთ-ერთი შედევრი "ქებათა ქება ნიკორწმინდას" ისე დაწერა, რომ ნიკორწმინდა ერთხელაც არ ჰქონდა საკუთარი თვალით ნანახი. მისი მშვენების შესახებ გალაკტიონს მხოლოდ სხვისი მონათხრობით იცოდა


3.გალაკტიონი ამბობდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მას გოგლა ლეონიძე გამორჩეულად უყვარდა "ცისფერყანწელებიდან" იყო ის, რომ მას ჩემზე არასდროს უთქვამს ლოთიაო.



4. გალაკტიონი წერის გარდა, ხატავდა კიდეც... ალბათ ცოტა თქვენგანისთვისაა ცნობილი, რომ მას 1200-ზე მეტი ნახატი ჰქონდა და უყვარდა თავის ნაცნობების კარიკატურების დახატვა.

5.ისეთ დიდ პოეტს, როგორიც გალაკტიონი იყო არასდროს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი... იგი ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან კი სხვას იყო შეფარებული... არაერთხელ სთხოვეს ცისფერყანწელებმა თავიანთ ორდენში გაწევრიანება, რაც მისთვის მცირეოდენი შემოსავლის წყარო იქნებოდა, თუმცა გალაკტიონი მუდამ უარს ამბობდა, რაც მისი მარტოობის სურვილით იყო

6.არსებობს ვარაუდები, რომ გალაკტიონმა თავის საყვარელ ქალს მერი თვითონ შეარქვა, ვინაიდან ლათინურად მერი იწერება როგორც "Mary" (მარიამ ღვთისმშობლის სახელი) და გალაკტიონმა საყვარელი ქალის სილამაზე სწორედ მარიამ ღვთისმშობლის სილამაზეს გაუტოლა.


ილია ჭავჭავაძე

7.ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა კარტის თამაში, განსაკუთრებით კი ჯოკრის;

8.ილიას მკვლელობის შემდეგ, ოლღა გურამიშვილმა (ილიას მეუღლემ) სასამართლოს მისი მკვლელების დაპატიმრების უფლება არ მისცა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თავად მიხვდებიან თავიანთ დანაშაულს და დაიტანჯებიან იმით, რომ ქართველებს ილია წაართვესო.

ვაჟა-ფშაველა
9.ვაჟა-ფშაველას პირველი ნაწარმოები, რომელიც ილია ჭავჭავაძემ მოისმინა იყო "შვლის ნუკრის ნაამბობი". ილია გაოგნებულა და თურმე იძახდა: "კოჭებზევე ეტყობა რა ვაჟიკა იქნება, შორს წავა, შორს"!!!


10.ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონდა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებმა საჩუქრად გადასცეს. ერთხელ, ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლებს კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იგი ჩაცმული დაემარხათ, სწორედ ამიტომ შიშველს უპირებდნენ დამარხვას. ვაჟამ ეს რომ გაიგო თქვა: "ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო"? და მეზობლის ბავშვს თავისი ერთადერთი ჩოხა გაატანა...

.

11.ვაჟა-ფშაველას არასდროს შეეძლო ერთ საქმეზე კონცენტრირება. როდესაც ლექსს წერდა, მუდამ ყოფით პრობლემებზე ეფიქრებოდა, ხოლო როდესაც მიწას ამუშავებდა, მუდამ მუზები მოუფრენდენ ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა, რომ შუადღისას ბარი გაუგდია ხელიდან და ლექსი დაუწერია.


მიხეილ ჯავახიშვილი


12.მიხეილ ჯავახიშვილი ერთხელ ბაზარში უბადრუკ ჯუჯას გადაეყარა. მწერალმა მას მთელი დღის განმავლობაში სდია და უთვალთვალა, საღამოს კი მისი ერთ-ერთი შედევრი "ჩანჩურა" დაწერა.

13.მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთ წინაპარს კაცი მოუკლავს, ამიტომაც ქართლიდან ქიზიყში გადასულა და გვარი ადამაშვილად გადაუკეთებია. ერთი პერიოდი, მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ ადამიშვილის ფსევდონიმით აქვეყნებდა ნაწარმოებებს, თუმცა იგი იყო პირველი, რომელმაც საკუთარი გვარის დაბრუნება მოისურვა და დაიბრუნა კიდეც.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

14.ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოსურათი დაკარგულია და მისი ცნობილი ნახატი, რომელიც ლადო გუდიაშვილის შემოქმედების ნაწილია, მხოლოდ და მხოლოდ პირობითად არის შექმნილი.

გიორგი ლეონიძე


15.თურმე, როდესაც გიორგი ლეონიძე 7 წლის იყო დედას ილიას დაკრძალვაზე წაუყვანია, გოგლას კი დაუნახავს, რომ ილიას შუბლზე, ნატყვიარზე მუხის ფოთოლი ედო და მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ავიწყდებოდა ეს ფაქტი... ამბობდა: "მუხა ხომ ძლიერების სიმბოლოა, ილიაც მუხა იყოო".

12
3905
24-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
3905
  
2013, 17 მარტი, 15:35
მეც ვიცოდი ესენი ყველა :))
2012, 1 დეკემბერი, 21:18
აფსოლიტურად ყველა ვიცი :D
2012, 25 ნოემბერი, 13:05
კარგი სტატიაა
2012, 25 ნოემბერი, 1:27
კაი სტატიაა რამოდენიმე ნამდვილად არ ვიცოდი და მომეწონა !!
2012, 24 ნოემბერი, 0:01
გავიზრდები როგორგაც :D
2012, 23 ნოემბერი, 23:52
:D გაიზარდე დიიდი გოგო :D
2012, 23 ნოემბერი, 23:50
არაფრის :D
2012, 23 ნოემბერი, 23:11
ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა
2012, 22 ნოემბერი, 2:18
აუუ რა კარგი იყოო ბრავოო მომეწონაა
2012, 20 ნოემბერი, 18:58
მადლობ )))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10