ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ოქრუაშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაშია განთავსებული. ოქრუაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გუშინ, გვიან ღამით საკუთარ ბიძასთან ერთად შემოვიდა, სამართალდამცველებმა ის ძებნილის სტატუსით დააკავეს. ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები პირიც მისი ბიძა, იოსებ გიგუაშვილი, რომელსაც აგრეთვე აქვს ძებნილი იყო.
გიგუაშვილს ბრალად წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 236-ე 376-ე მუხლებით. კერძოდ, ზურაბ გიგუაშვილს უკანონო შეიაღაღებული ფორმირების შექმნაში მონაწილეობას ედავებიან.
2011 წლის 28 ივნისს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. მას ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე, 332-ე, 338-ე 223-ე მუხლის I ნაწილით.
კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ.