x
ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა

image
ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული პარტიის" პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია (მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა) დღეს 16:00 სააათზე განიხილავს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს და ოქრუაშვილი დაბრუნდა, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და აღნიშნულ სხდომას დაესწროს.
"იგი აცნობიერებს, რომ, დღევანდელი პროცესის შედეგის მიუხედავად უნდა დარჩეს პატიმრობაში. ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებულმა, საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ დამდგარი უკანონო განაჩენი და სხვა ნებისმიერი ქმედება და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები", - აცხადებენ პრესსამსახურში.
ირაკლი ოქრუაშვილს, 2008 წლის 28 მარტის განაჩენით, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
ამასთან, დღესვე, 13.00 საათზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ.

1
267
2-ს მოსწონს
ავტორი:NoD7
NoD7
267
  
2012, 20 ნოემბერი, 12:04
მეზიზღება ეს ადამიანი.რა სინდისით დაბრუნდა,მწვალებელი
0 1 1